დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა – გომელაური

დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციამ 2 ივნისიდან დღემდე 28 ნარკორეალიზატორი დააკავა.

„დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. პოლიციამ 2 ივნისიდან დღემდე 28 ნარკორეალიზატორი დააკავა, რომელებიც ყიდდნენ წამალს. 5 ნარკორეალიზატორის დაკავება მოხდა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

“იმედინიუსი”