სახელგანთქმული ბრიტანელი როკ-მუსიკოსი ერიკ კლეპტონი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ისეთ კონცერტებში, სადაც მხოლოდ “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მსმენელები იქნებიან დაშვებულნი.
თავად მონოტი ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ არის ცნობილი, იუწყება “ბი-ბი-სი”. ამა წლის მაისში კლეპტონმა სწორედ მას მიმართა, რადგან “ასტრა ზენეკას” ვაქცინით აცრა ძალიან რთულად გადაიტანა. კლეპტონი თავის პირად მაგალითზე დარწმუნდა, რომ “პროპაგანდა ვაქცინის უსაფრთხოებას ზედმეტად აფასებს”. კლეპტონისვე სიტყვებით, ვაქცინაციამ მასზე “კატასტროფული რეაქცია” გამოიწვია, მას ეშინოდა, რომ დაკვრას ვეღარ შეძლებდა.
კლეპტონის შემდეგი შოუ დიდ ბრიტანეთში არის დაგეგმილი, 2022 წლის მაისისთვის, ალბერტ-ჰოლის სცენაზე. ღონისძიების ორგანიზატორებს გამოცხადებული აქვთ, რომ ყველა მაყურებელი იქნება ვალდებული, გააზიაროს ინფორმაცია თავის კოვიდ-სტატუსზე.
პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მანამდე გამოაცხადა, რომ სექტემბრიდან მოყოლებული, კონცერტებზე დასწრებასა და ღამის კლუბებში შესვლას ამიერიდან მხოლოდ ვაქცინირებული პირები შეძლებენ.