პარლამენტში მოკალათებული დასავლეთუმეები 5 ივლისის ამბებს ოფიციალურად ისევ კრემლს დააბრალებენ!

პარლამენტის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 5-6 ივლისის მოვლენების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა. ამ კომისიის რეგისტრაციის მთავარი ინიციატორი, ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ლგბტ-ს მიერ პროვოცირებულ და მთავრობის მიერ მიშვებულ არეულობებში “კრემლის კვალი” იკვეთება:

„ჩვენმა ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებას ეხება. რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალის და გავლენის დადგენა. ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან შსაძლოა, იყოს კრემლი. იმედი გვაქვს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ ჩვენი კოლეგები. უკვე გვაქვს თანხმობა რამდენიმე ფრაქციისგან, ვაგრძელებთ კოლეგებთან კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, ის 50 ხმა, რაც ამ კომისიის მუშაობის დაწყებას სჭირდება, იქნება პარლამენტში. ჩვენ გვაქვს უფლება, კომისიაში დავიბაროთ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ძირითადი აქცენტი იქნება ამ მიმართულებით და ფოკუსი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესებზე – სად იკვეთება კრემლის კვალი და რა იყო იმის მიზეზი, რომ უმოქმედო იყო შს სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობა გამოწვეული იყო იმით, რომ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ერთობლივად ორგანიზებული იყვნენ ეს მოძალადე ჯგუფები“, – განაცხადა ინიციატორმა, “რესპუბლიკელმა” ხათუნა სამნიძემ.

სამნიძეს მხარს უბამს “კუპონა” გოცირიძე, რომელიც ე. წ. “ძალადობრივი ჯგუფების” დაფინანსების წყაროების გამოძიებას და ყველა “ორგანიზატორის” დაპატიმრებას ითხოვს:

“შს მინისტრის ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს ამ დანაშაულის გამოძიებას, უფრო მეტიც – თავად არიან მონაწილეები. ძალიან ბევრი რამ იქნება დასადგენი, მათ შორის, საიდან მიდიოდა ფული ამ აგრესიულად განწყობილი ადამიანების ყულაბაში, ვინ აფინანსებს მათ მედიასაშუალებებს და რატომ არ არიან დაკავებული ორგანიზატორები”,- განაცხადა გოცირიძემ.

გამოცანა გვეკითხება: კრემლი, პუტინი და რუსეთი – გამოცხადდებიან თუ არა 5-6 ივლისის მოვლენებში დამნაშავედ?