რატომ არ უყვარს დასავლეთს რუსეთი – ლავროვის შეფასება

დასავლეთის ქვეყნებს რუსეთი იმის გამო არ უყვართ, რომ “ის ილუზიები, რომლებიც დასავლეთს რუსეთის ფედერაციის მიმართ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველ წლებში ჰქონდა, არ გაუმართლდა” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის მმართველი პარტიის მიერ გამართულ ვებინარზე.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არავის მიმართ არასდროს არ ჩაკეტილა, მაგრამ რუსები უნდა მიეჩვიონ, რომ მათი ქვეყანა დასავლეთში, უბრალოდ, არ უყვართ. ეს იმიტომაა ასე, – მიიჩნევს მინისტრი, რომ რუსეთს აქვს თავისი ისტორია და ღირსება, ასევე ის რესურსები, რომლებიც ამ ფასეულობების გასამყარებლად არის საჭირო.
“იმით გაღიზიანება, რომ რუსეთმა ვიღაცის მოლოდინები არ გაამართლა და თავისი, დამოუკიდებელი პოზიცია აქვს, სამწუხაროდ, გაგრძელდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეს სურს, რომ ყველა დანარჩენს თავისი პირობები უკარნახოს, ნაცვლად იმისა, რომ მოელაპარაკოს” – დასძინა მინისტრმა.
ამასთან, ლავროვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ყოველთვის შეძლებს თავისი ინტერესების დაცვას, თუმცა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის კარს მუდმივად ღიად ტოვებს.