„არასტაბილურობის სარტყელი რუსეთის ირგვლივ“ – ლავროვი დასავლეთს ადანაშაულებს

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ეს ხაზი ნათლად გამოიკვეთა უკრაინაში, ხოლო ბოლო თვეებში ფერადი რევოლუციების მეთოდიკის გამოყენება ბელარუსშიც სცადეს.

 დასავლეთს სურს შეარყიოს სიტუაცია რუსეთის ირგვლივ, მათ შორის, ფეიკების დახმარებითაც, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ჩვენ გარშემო ცდილობენ არასტაბილურობის სარტყლის ფორმირებას, აიძულებენ რა ჩვენს მეზობლებს, ჩვენს მოძმე ხალხებს, არჩევანი გააკეთონ – ან დასალეთთან ხარ, ან რუსეთის ფედერაციასთანო“, — თქვა მინისტრმა მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ მოედანზე მოწყობილ ვებინარზე.

მისი განცხადებით, რუსეთისა და მის გარშემო არსებული ტერიტორიების ათვისებას სამხედო და ეკონომიკური თვალსაზრისით ცდილობენ.

„[მათ სურთ] შემოგვარტყან სანიტარიული კორდონი და თანაც რაღაც სარგებელი ნახონ იქიდან, რომ დასავლეთი გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ჩვენი მეზობელი ქვეყნების განვითარებაზე“, — ასე აღწერა მინისტრმა სიტუაცია.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ეს ხაზი ნათლად გამოიკვეთა უკრაინაში, ხოლო ბოლო თვეებში ფერადი რევოლუციების მეთოდიკის გამოყენება ბელარუსშიც სცადეს. გარდა ამისა, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა გეოპოლიტიკური ბრძოლა წამოიწყეს მოლდოვისთვის, არ ერიდებოდნენ რა ღია პროპაგანდას წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

„ჩვენი დასავლელი კოლეგები ახლაც ცდილობენ გააფართოვონ თავიანთი ყოფნა ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ჩათვლით, მათ შორის, სამხედრო ყოფნაც“, — დაასკვნა საგარეო უწყების შეფმა.

სერგეი ლავროვი პარტია „ედინაია როსიას“ სიის ფედერალურ ნაწილში შედის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, ექიმ დენის პროცენკოსთან, რუსეთის სახალხო ფრონტის თანათავმჯდომარე ელენა შლემოვასთან და ბავშვთა ომბუდსმენ ანა კუზნეცოვასთან ერთად.