ქართველების საყურადღებოდ.
ერთადერთი კაცი გვყავს ისტორიაში, (სტალინი-რედ.) რომლის წყალობითაც გვიცნობს მსოფლიო – და მაინცდამაინც იმას ვგმობთ და ვერჩით… დავითს ასე არ იცნობენ, არც ბერიას, მიშას ცნობადობა კი მტრისას.
ნაპოლეონს, მაოს, ჩინგიზ ყაენს, თემურ-ლენგსა და ალექსანდრე მაკედონელს ნაკლები სისხლი კი არ უღვრიათ, მაგრამ ეს პოლიტიკაა, ეპოქაა, კონტექსტი, ისტორიულ დროსთან შესაბამისობაა, ცხოვრებაა – ამიტომ მხოლოდ ამით არ და ვერ შეფასდება ვერც მოღვაწე და ვერც ადამიანი… და დღეს საკუთარ სამშობლოში ასეთებს განა ერჩიან? ესმით, რომ თვლითაა, დეფიციტია.
პირიქით, აქებენ, ადიდებენ, ფილმებს უძღვნიან და ძეგლებს უდგამენ!
ჰოდა, ასე როგორ უნდა გამოთაყვანდე და როგორ უნდა დაგაბრმავოს დასავლეთის ფრთებქვეშ “შეძრომის” დაუოკებელმა სურვილმა, ჰა? უტვინობასაც ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც საზღვარი… თუ არა?
გ.ლ.
მწერალი, გოგი ლორთქიფანიძე