საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. “ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 43 394 ტესტი ჩატარდა.
“ინტერპრესნიუსი”