ქართული მარშის ყოფილმა წევრმა, ბლოგერმა, ბექა ვარდოსანიძემ სააგენტო მეტრონომის მიმართ პოსტი გაავრცელა “ჩემს თქვენს ოფისში მოსვლას არ გირჩევთ”,- წერს ვარდოსანიძე, რომელიც მეტრონომის ხელმძღვანელობას მუქარის შემცველად ჩათვალა და სამართალდამცავ უწყებას უკვე მიმართა.
21 ივლისს ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი ლადო კახაძე, პრორუსული, ძალადობრივი პლატფორმის, ალტ-ინფოს სტუმარი იყო. ეს ფაქტი მედიისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ 5 ივლისის ამბების შემდეგ, TV პირველის, ფორმულასა და მთავარი არხისთვის გადაცემებში მონაწილეობასა და კომენტარების მიცემაზე უარი განაცხადეს.
მეტრონომი ოცნების დეპუტატს ლადო კახაძეს დაუკავშირდა კითხვით თუ რატომ მივიდა პრორუსულ, ძალადობრივ პლატფორმაზე.
მას შემეგ, რაც მეტრონომის ოფიციალურ ფეიჯზე ლადო კახაძის ნიუსი გაზიარდა, ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭრი, ქართული მარშის ყოფილმა წევრმა და ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ კომენტარებში დაწერა: “ქართველოფობო ჭ ხარისხის მეტრონომო თქვენი ჟურნალისტების სახელები შეგროვებული მაქვს უკვე და საზოგადოებას გავაცნობ თქვენი სახელით და გვარებით რადგან უნდა იცოდნენ თუ ვინ არის ასეთი დეზინფორმატორი და ცილის მწამებელი ჟურნალისტები ეს საჯარო ინფორმაციაა თქვენი Facebook პროფილებით”,- წერს ვარდოსანიძე.
მეტრონომმა ვუპასუხეთ, რომ მედია საშუალებას არავისგან არაფერი აქვს დასამალი და შეეძლოთ მოსულიყო და თავად მივაწვდიდით ჟურნალისტების სახელებსა და გვარებს.
“მეტრონომს არავისგან არაფერი აქვს დასამალი. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში და უკეთ გაეცნოთ რა სიტუაციაა ჩვენთან და თავად მოგაწვდით ჩვენი ჟურნალისტების სახელებსა და გვარებს. კონკრეტულად რა დეზინფორმაციაზეა საუბარი შეგიძლიათ დააკონკრეტოთ? რა ხარისხის ვართ ამას ჩვენი მკითხველი და საზოგადოება წყვეტს. ჩვენს მასალებზე პასუხისმგებლები ვართ”.
მეტრონომის პასუხს ვარდოსანიძემ საკუთარ FaceBook გვერდზე მუქარის შემცველი პოსტით უპასუხა.
“რას ლაპარაკობთ კაცო როგორი ობიექტურები ხართ. არ ხართ მხარე და არ ავრცელებთ ცილისწამებას და დეზინფორმაციას. ჩემს თქვენს ოფისში მოსვლას არ გირჩევთ !!! ხო იცით რაც შემიძლია?”,- წერს ვარდოსანიძე.
მეტრონომმა მიმართა სამართალდამცავ უწყებას. ბექა ვარდოსანიძეზე დაიწერა განცხადება, რათა მოხდეს ვარდოსანიძის მუქარის შემცველი განცხადების შესაძლო ქმედების პრევენცია.