აღსანიშნავია, რომ ახალი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის ღირებულება შემცირებულია.
კერძოდ, თუ 16 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 11 563 373 ლარს შეადგენდა, ამჯერად, მერია იგივე სამუშაოებში 10 925 000-ის დახარჯვას გეგმავს.
პროექტის დაფინანსების წყარო 2021-2022-2023 წლების თბილისის ბიუჯეტია. კერძოდ, 2021 წელი – 2 834 380 ლარი, 2022 წელი – 7 841 787 ლარი, 2023 წელი – 248 833 ლარი.
ცნობისთვის, მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული 1-ლი ტენდერი შეწყდა საჩივრის გამო, რომელიც სატენდერო კომიისიის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვას მოითხოვდა.