ერთი კითხვა და ვსიო…..
საქართველოს კანონმდებლობით ყველა ფუჭებად პროდუქტსა თუ წამალს სავალდებულოდ უნდა ახლდეს ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ძირითადად გამოშვების თარიღით და ვადის გასვლის ზუსტი თარიღით დასტურდება, ყველა პროდუქტის თუ წამლის შესაფუთ მასალაზე.
აქვს თუ არა ანალოგიური საბუთი და თარიღებით დადასტურებული ვარგისიანობის ვადა ვაქცინებს?
განსაკუთრებით, ამერიკელების ნაჩუქარ “ფაიზერს”.
არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა მომხმარებელს აქვს უფლება თავად მოითხოვოს და დარწმუნდეს პრეპარატის (ვაქცინის) ვარგისიანობაში.
როგორც სანდო სამედიცინო სხვადასხვა წყაროებში წავიკითხე, ეს ვადა 3 თვეა!!! მაქსიმუმ 3 თვე!!!…. ისიც განსაკუთრებულ, კარგად გაწერილ, ყველა ტემპერატურული და სანიტარული პირობების დაცვის შემთხვევაში.
ხათუნა ხოფერია