ჩინეთი “დიდ ძმას”, ანუ შეერთებულ შტატებს, სანქციებს უწესებს!

ჩინეთი შეერთებულ შტატებს სანქციებს უწესებს.

როგორც უცხოური მედია წერს, ე.წ. შავ სიაში შტატების ფიზიკური პირები და ორგანიზაციები მოხვდებიან.

ოფიციალურმა პეკინმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო.

სანქციების დაწესებაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ შტატებს ჩინეთის შურისძიება არ აშინებს.

წყარო: ინტერნეტ სიახლეები