ყველაფერში დამნაშავე თქვენა ხართ…
პარტიულს ვინღა დაეძებს: ტვ-1, მთავარი, ფორმულა, კავკასია, საზმაუწყი, და ა.შ. მეშინია არავინ გამომრჩეს, რადგან იმდენი არიან ტელევიზიებად წოდებული სპეცსამსახურები, რომ მათი სახელი ლეგიონია.
დასავლელ “მეგობართა” სპეცსამსახურთა რიგები შეიძლება სახალხო დამცველის ინსტიტუტითაც “გავამდიდროთ”. თუმცა მათ გარეშეც ისე შეაძულეს ქართველ საზოგადოებას თავი ზემოთ ხსენებულმა ტელე სპეცსამსახურებმა, რომ მათ გველურ კითხვებზე პოლიტიკოსთა პასუხების გაცემა კი არა, მათი ლოგოს დანახვაც კი აგრესიას, გულის რევას იწვევს არაპოლიტიკოს, რიგით ქართველებში.
იმ ტელევიზიების (წაიკითხე, სპეცსამსახურები) სია, რომლებთანაც კომუნიკაციაზე უარს ამბობს ქართული დედა ეკლესია, საპატრიარქომ უკვე გამოაქვეყნა. რომლის ძალითაც ტელე სპეცსამსახურების “ჟურნალისტები” არა მხოლოდ აშშ-ს საელჩოში შემუშავებულ ღვარძლიან კითხვებს ვეღარ დასვამენ, არამედ საპატრიარქოს ტერიტორიაზეც ვეღარ გაიჭაჭანებენ. საპატრისრქოს სიის ლიდერები, “ბეზბაზარა” ტვ-1 და “მთავარი” იქნებიან რადგანაც ნიკა გვარამიას და ინგა გრიგოლიას ოთხივ კუთხივ შხამის, გესლის, ბალღამის ნთხევაში ბადალი არა ჰყავთ.
ზემოთ, სიტყვა ჟურნალისტი წინწკლებში იმიტომ ჩავსვი, რომ თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ ტელევიზიებთან კი არა, სპეცსამსახურებთაბ გვაქვს საქმე, სპეცსამსახურებში მომუშავენი ჟურნალისტები კი არა, “ჟურნალისტები”, ანუ სპეცაგენტები არიან… აქედან გამომდინარე 5-6 ივლისს გავეშებული ხალხი ჟურნალისტებს კი არა, სპეცსამსახურების აგენტებს დაერია!
ჩემი ნათქვამი მომხდარი ფაქტის კონსტატაციაა და არა ძალადობის წახალისებაა, რაც მიუღებელია ჩემთვისაც, თუნდაც ეს ძალადობა “ჩემი საყვარელი” სპეცაგენტების მიმართებაში ხორციელდებოდეს.
მიუხედავად აშკარა ფაქტებისა, საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება სახალხო დამცველად წოდებულ კოლექტიური დასავლეთის აგენტის, ნინო ლომჯარიას მხარდაჭერით, ზემოთხსენებულმა ტელესპეცსამსახურებმა ერთად გააპროტესტეს, აქაოდა საპატრიარქოს დემარში, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა და სიტყვის თავისუფლების შებღალვააო.
მოკლედ საქართველოში “ჟურნალისტთა” ხელშეუხებელი სექტა ჩამოყალიბდა. რომლისთვისაც ყველაფერი “მოსულა”, ხოლო ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, იმის უფლებაც არა გვაქვს, რომ სპეცაგენტების პროვოკაციულ, საქართველოს მიმართ ბოროტებით აღსავსე კითხვებს არ ვუპასუხოთ. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას _ მიბაძეთ საქართველს საპატრიარქოს. მართალია “ჯურნალისტებს” პარლამენტში შესვლას ვერ აუკრძალავთ, მაგრამ სპეც-სამსახურების აგენტებს იგნორი რომ გაუკეთოთ, ანუ მათ მიერ დასმულ კითხვებს, რომ არ უპასუხოთ, ხომ შეგიძლიათ? ასეთ შემთხვევაში ზემოთ ხსენებული სპეც სამსახურები და მათი აგენტი “ჟურნალისტები” თავის თავად გაქრებიან თუ არადა სუბიექტური “რეაქციების” ამარა დარჩებიან! მაგრამ შესძლებთ ამ ბოიკოტის გამოცხადებას? აშშ მოგცემთ ამის უფლებას?
პუბლიცისტი, დავით მხეიძე