ნიკიტას ხანაში, ვასილ მჟავანაძემ ბევრი მოახერხა, ამათ კი, ერთ ანაკლიას ვერ მოუარეს- გოგი ლორთქიფანიძე

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარიო.
ნიკიტას ხანაში ვასილ მჟავანაძემ ის მაინც მოახერხა, რომ ვერც გადაგვასახლეს, ვერც აფხაზეთი აგვაღლიტეს (სამხ.ოსეთზე ლაპარაკიც არ იყო, თავში ვერავის მოუვიდოდა) და ათასი რაღაც აგვიშენეს საკავშირო ბიუჯეტის ხარჯზე.

50-60-იან წლებში (ბრეჟნევის მოსვლამდეც კი) საქართველოში გაიხსნა ათობით კვლევითი ინსტიტუტი, შევიდა მწყობრში მცხეთის ატომური რეაქტორი (შემდგომში პირდაპირი მნიშვნელობით ჩამარხული მიწაში უბნელესი ძალების მიერ), მთლიანად დასრულდა რკინიგზის ელექტრიფიკაცია (დღემდე ვსარგებლობთ), აშენდა თბილისის სპორტის სასახლე… ენგურჰესიც მაშინ დაიწყო, საბურთალოს ახალშენებიც და რა ვიცი კიდევ რა.
ამათ კი ერთ ანაკლიას ვერ მოუარეს. დიდი “პოლიტიკოსები”…
გ.ლ.

 გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი