ერთდროულად მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, იყო დრო საქართველოს პოლიტიკას ერთი თგვენგანი პრეზიდენტობდა და მეორე თქვენგანი პრემიერობდა, მსოფლიომ იხილა ბათუმში ამერიკული სამხედრო გემი სადაც თქვენი დუეტი იდგა და ვრცელი რეჩებით მიმართავდით საზოგადოებას.
დაუშვათ და ასე გაგერგძელებიათ სახემწიფო მაღალი იერარქიის სავარძელზე ჯდომა, დარწმუნებული ვარ რაც დღეს ხდება არ იქნებოდა აპრიორი. ერთმანეთის არდანდობა, ერთმანეთის მიმართ უპატივსცემლობა როცა ორი ლიდერი ასე იქცევა, უბრალო ხალხიც ასე იქცევიან ეს ყოფის დაუწერელი კანონია, იგავ -არაკი სკოლაში ნასწავლი სად გამოვლინდა ”ორი ჯიუტი თხები”. სხვა ფორმულირება ვერ მოუძებნე, ინგრევა ჩვენი ყველასი -4 მილ ადამიანის სამშობლო, თქვენი ქიშპობით. თქვენი მრავალწლიანი დაპირისპირებით. ამით მტერი ხარობს და იცინის , მოყვარე კი უძლურია ვერ გეხმარება, თვით 4 მილ ადამიანებმაც ხელები ჩაიქნიეს, ეკონომიკურ კრიზისს ებრძვიან, პანდემიას ებრძვიან. საკუთარი პრობლემები აწუხებთ. პოლიტუკური კრიზი უკვე პიკს მიაღწევს როცა არჩევნების დღე მოახლოვდება, როცა დაიწყება ცხელი ოქტომბერი. როცა ”დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში”; მოპარული ხმები, მკვდარი სულები, კარუსელები, ტიტუშკები, ათასი მახინატორები, ეს ყველაფერი არ გამქრალა, არის და იქნება. ასე აპირებთ ხომ ერის პირველო დემოკრატებო არჩევნების ჩატარებას, ისევ თავს გვჭრით მსოფლიოს წინაშე. არა , ასე საქართველო არ განვითარდებს, როცა ლეგიტიმაცია არ ექნება ხელისუფლებას. რაც დრო გადის უარესობა და უარესობა. აი საბოლოო დასკვნა. ეს ყველაფერი თქვენი ბრალია 2012–13 წლების დუეტო.
ჩემი თხოვნაა, რომ გადარჩეს საქართველო, რომ თქვენს შორის სისხლი არ დაიღვაროს და საქართველო არ გაქრეს სამუდამოდ ორი ვარიანტია, ან დატოვეთ პოლიტიკა ან დაჯექით მრგვალ მაგიდის ირგვლივ და მოილაპარაკოთ.
სამოქალაქო აქტივისტი, დავით ბობოხია