გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.
3 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, ორი კი – რაჭაში.
მოქალაქეები მდინარე გუბისწყალზე, მდინარე ყუმურსა და შაორის წყალსაცავში ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადეებით, ე.წ. პარაშუტით და დადგენილ სტანდარტს შეუსაბამო სასროლი ბადით ახდენდნენ თევზჭერას. ერთი მოქალაქე კი, პირველ ჰესთან, 500-მეტრიან აკრძალულ ზონაში ახდენდა თევზჭერას.
მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“რეზონნსი”