ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას შეცდომა უწოდა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას შეცდომა უწოდა.

„ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება. ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობებს ვხედავ, თუ უკრაინას ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შესთავაზებდნენ ან თუ გაზსადენის გახსნას გამოიყენებდნენ როგორც ბერკეტს, რათა რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოეთხოვათ“ – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე განაცხადა, რომ ახალი გაზსადენი ვლადიმერ პუტინის უდიდესი გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს.

წყარო: itv.ge