“ღმერთო! მომექეცი ისე როგორც მე ვიქცევი.
შემიძლია შური ვიძიო ჩემს მაწყენარზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. შენც ნუ იძიებ ჩემზე შურს.
შერიგებით დავასწარი მტერს, შენც დამასწარი შენი მადლით.
დავივიწყე ბოროტება რომელიც ადამიანმა გამიკეთა. შენც დაივიწყე ჩემი ცოდვები.
მე ჩემი მტერი ისე მიყვარს, როგორც მაშინ მიყვარდა როცა არ მტრობდა. გთხოვ შენც კვლავ გიყვარდე ჩემი წყენების მიუხედავად. მომექეცი ისე როგორც მე ვექცევი ჩემს მაწყენარს.
და ბოლოს, მე ვასრულებ შენ ბრძანებას. შენც შეასრულე რასაც დამპირდი “ნუ დასჯი და არ დაისაჯნეთ”.
ღმერთმა ქნას ყველას ისე გვეცხოვროს რომ გაგვებედოს ამ სიტყვების თქმა.
კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლევანი; სოციალური ქსელი