“გინდ ხუმრობად ჩამითვალონ, გინდ საზოგადოების შეურაცხყოფად — ჩვენი აღშფოთება უკანალს უკავშირდება!” – ჰამლეტ ჭიპაშვილი

ხელისუფლების მიმართ საქართველოს მოსახლეობის აღუშფოთველობის მიზეზი მრავალია, თუმცა მათ შორის სიდუხჭირეს აქვს პირველობა დაპყრობილი. მშიერი კაცი ფიქრობს მხოლოდ ერთზე — თავის გამოკვებაზე, საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ლუკმა-პურის შოვნაზე. მას სხვა საკითხებზე ფიქრის თავი არ აქვს, მითუმეტეს მაღალ მატერიებზე, თუმცა ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილ პრობლემებს „მაღალ მატერიად“ ვერ შევაფასებ — ადამიანის არსებობისთვის მინიმალური პირობების შექმნა „მაღალ მატერიებს“ არ განეკუთვნება.

რა დრო დაუდგა 30 წლის წინანდელ საქართველოს — სოციალისტურ ქვეყანას, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფს!? 30 წლის წინათ ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში მცხოვრებს ლუკმა-პურის შოვნის პრობლემები შეექმნებოდა?! ვის ან რას მივაწეროთ ყოველივე?

სხვას არავის, მხოლოდ საკუთარ თავს და ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას, 30 წლის განმავლობაში რომ ღლეტს ქვეყანას საკუთარი კუჭისთვის. სწორედ ხელისუფლებამ, უფრო სწორად ხელისუფლებებმა აიძულეს ხალხი იფიქროს მხოლოდ ლუკმა-პურზე და არა სხვაზე. ის, რომ ხალხი სხვაზე არ ფიქრობს — ფაქტია, თუმცა არის რაღაც ისეთი, რომელიც მას აღიზიანებს და აღგზნებული, კედელს ეხეთქება, ცხადია არა ყველა, არა მრავლობით რიცხვში, მაგრამ მაინც.

გინდ ხუმრობად ჩამითვალოს მკითხველმა, გინდ საზოგადოების შეურაცხყოფად — ჩვენი აღშფოთება უკანალს უკავშირდება. ხალხი აღშფოთდა, როდესაც სააკაშვილის ბატონობისას ციხის კადრები იხილა — ცოცხის ტარების პატიმართა უკანალში შერჭობა. ახლა კი, ივანიშვილის ბატონობისას, აღელდა, როდესაც ერთმანეთის უკანალის მოტრფიალე „მამაკაცებმა“ გადაწყვიტეს ამ უკანალის ეშხიანი ქნევით რუსთაველის პროსპექტზე ჩავლა.

არაო! ამას არ დავუშვებთო!!! — იყვირა ვაჟკაცმა ქართველობამ, მას მხარში საპატრიარქო დაუდგა და მოხდა ის, რაც 5 ივლისს მოხდა! — არა მეტრაკეების (დაიმალნენ), არამედ ჟურნალისტების ცემა-ტყეპა.

გეი-პარადის ჩატარებას, რა ხანია, გვექადნება ლგბტ ორგანიზაცია, უფრო ზუსტად, ამ მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი — მოწინავე ევროპაში. რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონოდა? — არც არაფერი. ამასწინათ, ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი წაკინკლავდნენ. გასაშველებლად პატრულის 3 ეკიპაჟი მოცვივდა. მაგრამ – 5 ივლისს?!

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფალთ ლგბტ-ს ლიდერებთან გაემართათ პირდაპირი დიალოგი და რუსთაველის პროსპექტი პოლიციის თანამშრომლებით გაევსო, რითაც არ მიეცათ გეი-პარადის ჩატარების მცირედი შანსიც კი, პროცესი დინებაზე მიუშვეს და ეგზალტირებულ ყვინჩილებს მისცეს აგრესიის გამოხატვის საშუალება.

სად იყო ხალხი? თბილისელები? ისინი არ გამოსულან, რუსთაველის პროსპექტი არ შეუვსიათ. რომ შეევსოთ, გეი-პარადის ჩატარება შეუძლებელი გახდებოდა.

გეი-პარადი არ ჩატარდა, რაც მისასალმებელია, მაგრამ არც მომავალში ჩატარდება?! ცემა-ტყეპამ ისე შეაშინა ერთნაირსქესიანები, რომ ვეღარასდროს ვერ ჩაატარებენ პარადს? ვეჭვობ, ასე იყოს.

5 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენები, ცემა-ტყეპის ინიციატორებისა და მონაწილეების დაჭერები. მათი ხვეწნა მართლმსაჯულების მიმართ — გვაპატიეთ, ნუ დაგვიჭერთ, შეგვინდეთ, ოჯახები გვყავსო — მაფიქრებინებს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომელიც 5 ივლისის მსგავს რადიკალურ ნაბიჯს არ გადაადგმევინებს.

დიახ! 5 ივლისს გაიმარჯვა ლგბტ-ს წინააღმდეგ მებრძოლმა ერთმა ნაწილმა, მაგრამ 5 ივლისს. ამასთანავე დაგვიტოვა კითხვა — რა იქნება შემდეგ, მაგალითად 2022 წელს ან შემდეგ წლებში?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი 
(გაგრძელება იქნება)