თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს – ფაქტის დადგენის შემთხვევაში ყველა კანონდამრღვევი იქნება დაჯარიმებული – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.
მისი თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ დაუშვებელია კანონის საწინააღმდეგოდ ქუჩებსა და შენობებზე პლაკატების განთავსება, საღებავის შესხმა და სხვა მსგავსი ქმედებები.
„ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დაუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს ან თუ რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის განვითარებაში, წინსვლასა და მოწესრიგებაში და რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ, როგორც გითხარით, ფაქტის დადგენის შემთხვევაში ყველა კანონდამრღვევი იქნება დაჯარიმებული“, – განაცხადა კალაძემ.
“რეზონანსი”