ჩინეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 55 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსის 18 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 92,762 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: ptn.ge