ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად თელავში, ლაფანყურთან, მრავალწლოვანი ხეები წაიქცა – შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლფანყურთან, მრავალწლოვანი ხეები წაიქცა.
ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქ თელავში გზების ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, „პრაიმტაიმნიუსს“ განუმარტეს, რომ წაქცეული ხეებისგან გზების გაწმენდისა და სოფელ ლაფანყურში ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ძლიერმა ქარმა, ელექტროგადამცემი ხაზები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც დააზიანა. ამ დროისათვის, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
წყარო: itv.ge