ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში შესაძლოა საველე ჰისპიტლები მოეწყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
– “არ გამოვრიცხავ საველე ჰოსპიტლების მოწყობასაც“ – აღნიშნა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სისტემისთვის კრიტიკული ზღვარი კლინიკებში 8000 პაციენტი იქნება. ამჟამად მათი რაოდენობა 5500-მდეა.
ჯანდაცვის უწყება კლინიკებში დატვირთვის შესამცირებლად მაქსიმალურად აპირებს კოვიდსასტუმროების ათვისებას და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში განიხილება საველე ჰოსპიტლების მოწყობა.
წყარო: newposts.ge