ვატო წერეთელი ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ურჩევს

„განცდა მაქვს, რომ „ხარება და გოგიას” უყურა, ბოლოს დახოცილებთან სურათს რომ იღებენ”,- ამის შესახებ ტვ პირველის დამფუძვნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა  შეეშვას ფილმების ყურებას და პოლიტიკურიპასუხისმგებლობა აიღოს.

ბოლო წუთამდე და წამამდე ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ადამიანებმა გაიგონ სიმართლე. სანამ აქ არ შემოვარდებიან და შუქს არ გათიშავენ ბოლო წუთამდე ჩვენ ადამიანებს ვეტყვითსიმართლეს კორუფციულ გარიგებაზე, ნეპოტიზმზე რაც ამ ქვეყანაში ხდება დღეს. ირაკლიღარიბაშვილს მინდა ვუთხრა, შეეშვას ფილმების ყურებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობააიღოს. განცდა მაქვს, რომ „ხარება და გოგიას” უყურა, ბოლოს დახოცილებთან სურათს რომიღებენ. შანსი არ გაქვს, ირაკლი, გამორიცხულია”,- განაცახადა ვატო წერეთელმა.