19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოცხადდა.

ნახეთ: რა მოიმოქმედა შარლ მიშელმა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისი დოკუმენტის ანულირება მოახდინა

“პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის” – წერს ნედ პრაისი.

ნახეთ: რა წერია ამერიკელი სენატორების განცხადებაში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხება

ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

წყარო: ptn.ge