ყველასთვის ცნობილია, რა მოხდა 2003 წლის ნოემბრის ბოლოს: არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა, ნინო ბურჯანაძესთან, ზურაბ ჟვანიასთან და სხვებთან ერთად შევარდნაძე პოსტიდან ძალის გამოყენებით გააძევეს, შევარდნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და სკამებზე და მაგიდებზე მაიმუნებივით სტუნვა-ღრიალი მორთეს.
რევანშისტებმა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები დაიკავეს და დაიწყეს ძველი კადრების დევნა, დაჭერები და მკვლელობები.
შესაძლოა, იყო კიდევაც შევარდნაძის ხელისუფლება კორუმპირებული, მოძველებული და მანკიერი, მაგრამ ხელისუფლების ცვლილება სახელმწიფო გადატრიალებებით რომ არ უნდა ხდებოდეს, ამას რომ სავალალო შედეგები მოაქვს, ეს უბრალო ანა-ბანაა და დიდ მსჯელობებს, მგონი, არ საჭიროებს.
არავისთვის არ არის უცხო, რომ რევოლუცია, რომელიც მოხდა 2003 წელს, არ მომხდარა ქართველი ხალხის ნებით და სურვილით, მასშტაბები, რომლებიც მოიცავს მსოფლიოში რევოლუციების კულტივაციას, პირდაპირ გამაოგნებელია.
რევოლუციების მამები გეგმავენ ჩვენს ცხოვრებას და მომავალს თავიანთი ინტერესების შესაბამისად და ამაში ავანტურისტულ, ზოგჯერ საკუთარი ქვეყნის გამყიდველ, ზოგჯერ კი ბრიყვ აქტორებს იყენებენ, რომლებიც შემდეგ თავიანთ თავს პატრიოტ რევოლუციონერებს უწოდებენ.
* * *
2001 წლის ოქტომბერში სლობოდან მილოშევიჩი სერბეთის მმართველობიდან გადააყენეს.
ეს იყო პირველი გრანდიოზული რევოლუცია ე.წ. ფერადი რევოლუციების სერიაში.
შემდეგ დადგა საქართველოს ჯერიც.
2003 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოში მოხდა „ვარდების რევოლუცია“.
2004 წელს უკრაინაში მოხდა დიდი სახელისუფლო გადატრიალება და იუშჩენკო მოვიდა ხელისუფლებაში.
2005 წელს ყირგიზეთში მოხდა ტიტების რევოლუცია.
თითოეული ამ „რევოლუციის“ განხორციელებისას თამაშდებოდა ერთი და იგივე სცენარი _ ძალის გამოყენების გარეშე იცვლებოდა ხელისუფლებები, რომლებიც, ასე ვთქვათ, უკანასკნელი გადმონაშთები იყვნენ.
საბჭოთა წყობილების ისტორიაში სრულდებოდა კომუნისტური ერა, რისი მომსწრე და თვითმხილველნი გავხდით კიდევაც მე 20 საუკუნის ადამიანები.
„ხალხის გონებაში თავისუფლება აანთებს ცეცხლს, ის უბიძგებს მათ, ისწრაფონ პროგრესისკენ და მოვა დრო, რომ ამ ცეცხლის ალი დედამიწის ყოველ კუთხეს მიაღწევს“, _ ამბობდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში.
ზედიზედ ეცემოდა „რბილი“ „რევოლუციური“ ძალით საბჭოთა იმპერიაში შემავალი რესპუბლიკები, რაც ძალიან აშფოთებდა რუსეთის ხელისუფლებას.
„ყველაზე საშიშია შექმნა ახალი მიმართულებები „ვარდების“, „ცისფერი“ თუ ნებისმიერი ფერის რევოლუციებით“, _ აცხადებდა ვლადიმირ პუტინი. „რევოლუციები“ კი იგეგმებოდა, ფინანსდებოდა და ხორციელდებოდა _ უკრაინაში, ჩეხოსლოვაკიაში, სერბეთში, საქართველოში, ყირგიზეთში…
ამ რევოლუციების სულისჩამდგმელნი იყვნენ კონკრეტული პირები, რომელთაც ჯორჯ ბუში „თავისუფლებისათვის მებრძოლებს“ უწოდებდა.
2005 წლის თებერვალში ბრატისლავაში რამდენიმე საათით ადრე პუტინისა და ბუშის უმაღლესი დონის შეხვედრამდე, საინტერესო ფაქტი მოხდა. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ეს იყო სუპერსახელმწიფოების ლიდერთა პირველი შეხვედრა უკრაინის რუსეთისგან ფერადოვანი რევოლუციით ჩამოშორების შემდეგ. ოფიციალურად გაჟღერდა, რომ ეს შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტდა ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, მაგრამ შეხვედრის ადგილზე, „მერიოტის“ კულუარებში, სულ სხვა რამეზე ფიქრობდნენ.
ამერიკულმა დელეგაციამ ის საღამო ე.წ. „კოქტეილ-ვეჩერინკით“ აღნიშნა. საღამოს ესწრებოდნენ ბიზნესმენები, ლობისტები, ბუშის სხვა მოკავშირეები. ოთახის კუთხეში ისხდნენ საღამოს ვარსკვლავები _ ფერადი რევოლუციების ლიდერები, რომლებმაც დაამხეს საბჭოთა რეჟიმი დასავლეთში. ჯორჯ ბუშმა ისინი პირადად მიიწვია იქ.
„ამ საღამოს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთში მოვილაპარაკოთ ქართველებმა და უკრაინელებმა, რომ დავანგრიოთ რუსეთი და დღეს სუფრასთან ზის სამი რევოლუციური ლიდერი _ 33 წლის ივენაროვიჩი, სერბეთის სტუდენტთა მოძრაობის ლიდერი, მილოშევიჩის რეჟიმის მესაფლავე, 34 წლის ბოკერია, ქართველ ოპოზიციონერ სტუდენტთა მოძრაობა „კმარას“ ლიდერი, რომელმაც დაამხო შევარდნაძის რეჟიმი და ვლადისლავ კასკინი, უკრაინის ფერადი რევოლუციის ლიდერი. ისინი შეიკრიბნენ ახალი მიზნების განსახორციელებლად.
_ მე ვაპირებ კუბაში წასვლას, _ ამბობს გიგა ბოკერია.
_ არა, არა, ჩვენ გადავსხამთ 10 მილიონ სერბს კუბაში, _ ხუმრობს ივენაროვიჩი.
ბუში ერთობ კმაყოფილი იყო და მადლობებს უხდიდა ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ფერადი რევოლუციების განხორციელებაში.
ყირგიზეთში კი საინტერესო ამბები ხდებოდა. ჯორჯ ბუშის პათოსი გამოღვიძების თაობაზე და თავისუფლების სიოს ქროლვაზე ყირგიზეთში უკვე გაშლილი იყო.
ახლოვდებოდა არჩევნების მეორე ტური და სიტუაცია ნელ-ნელა კონტროლიდან გამოდიოდა.
ყირგიზეთი არ არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ აქვთ საზღვარი ჩინეთთან, რის გამოც, ეს ქვეყანა, უდიდეს სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც მოსკოვის, ასევე ვაშინგტონისთვის. რუსეთს იქ სამხედრო ბაზები აქვს, ასევე აშშ-საც, რომელიც აკონტროლებს თალიბანის სამხედროებს ავღანეთის წინააღმდეგ.
ყირგიზეთის ხელისუფლებამ აკრძალა ყველანაირი აქცია არჩევნების დამთავრებამდე, მაგრამ სტუდენტები მაინც ემზადებოდნენ ქუჩაში გამოსასვლელად.
20 ოპოზიციონერი სტუდენტი გვიან ღამით შეიკრიბა ფილმის სანახავად, რომელსაც ეწოდებოდა „დიქტატორის დამხობა“. ფილმი ამერიკელების შექმნილი იყო.
მომდევნო დღეებში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
ყოველივე ეს განხორციელდა აშშ-ის შეუზღუდავი ფინანსური მხარდაჭერით. 60 მილიონი დოლარი რევოლუციისთვის არ იყო მცირე თანხა. 50 მილიონი აშშ დოლარი ყირგიზეთის სამხედრო ბაზისთვის და 50 მილიონი დემოკრატიის განვითარებისთვის უკვე მიედინებოდა ყირგიზეთისკენ. 120 მილიონი დოლარი კი ყირგიზეთის არჩევნებისთვის.
ვინც ცხოვრობს ტირანიაში, ანტიდემოკრატიულ რეჟიმში, ჩვენ არ დავივიწყებთ მათ. თუ თქვენ შეუფერხებლად იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიქნებით თქვენთან, _ აღგვითქვა ჯორჯ ბუშმა. _ ამბობდა ყირგიზეთის რევოლუციის ლიდერი.
მაგრამ ყველაზე საინტერესოა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ „დემოკრატიული რევოლუციის“ ექსპორტს ყირგიზეთში.
_ 52 წლის მაიკ სტოუნი, ყოფილი ფოტორეპორტიორი, რომელიც იმჟამად მუშაობდა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსში“ 48 წლის ბრაიან კემპბელი, რომელიც ყირგიზეთში იმყოფებოდა უკვე 15 წელიწადი და ხელმძღვანელობდა იქ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას; 43 წლის ტონი დევირ გრიე, კაცი, რომელიც ყირგიზეთში არსებულ ასწლოვან საბაზრო ეკონომიკას ნება-ნება ანგრევდა.
მაიკ სტოუნი კარგად იცნობდა კგბ-ს მეთოდებს, მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში ჩამოვიდა საცხოვრებლად, კარგად შეისწავლა ეს მეთოდები. მის ხელში იყო ყირგიზეთის ყველა ბეჭდური გამოცემა, რის გამოც არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში ყირგიზეთის მთავრობამ ყველა გაზეთის გამოცემა აკრძალა.
მაიკ სტოუნმა ყირგიზეთში გამოსცა წიგნი-ბროშურა: „დემოკრატიის დიქტატურა“, რომელიც არალეგალურად ვრცელდებოდა და ყირგიზი ოპოზიციონერები ამ წიგნს დემოკრატიის ბიბლიას უწოდებდნენ.
სერბებმა, უკრაინელებმა და ქართველებმა ეს წიგნი გამოიყენეს სახელმძღვანელოდ ფერადი რევოლუციებისთვის.
მაიკ სტოუნს არაფერი აფერხებდა, რადგან დიდი იმედი ჰქონდა თავისი ბოსის ჯონ მაკკეინის, რომელიც ათეული წლები იყო, რაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ინსტიტუტს და ახორციელებდა ფერად რევოლუციებს მთელ მსოფლიოში.
ყირგიზეთის რევოლუცია ორ საათში დამთავრდა. აკაევის რეჟიმი სრულ კოლაფსში ჩავარდა. ყველაფერი მოხდა ზუსტად ისე, როგორც საქართველოში.
ყირგიზეთის ფერადოვანი რევოლუციის ახალგაზრდა ლიდერი ამბობდა: „ამერიკელებს არ მოუხდენიათ ეს რევოლუცია და რომც მოეხდინათ, არაფერი არის ამაში საძრახისი, ისინი გვეხმარებიან თავისუფლების მოპოვებაში, იცავენ ადამიანის უფლებებს და ადამიანურ ღირსებას!“
რევოლუციის მამები „დემოკრატიის დიქტატურის“ დამყარებაში ხალხთან ერთად უდიდეს როლს ანიჭებდნენ პოლიციას, რომელსაც საჯილდაო ქვას უწოდებდნენ რევოლუციის დროს.
მაგალითად, სერბეთში რევოლუციის დღეებში 14–15 წლის ახალგაზრდებს პაკეტებით მიჰქონდათ თითოეული პოლიციელისთვის საჭმელი, წყალი, ჰიგიენის საშუალებები და ა. შ. რათა მორალურად მოეტეხათ ისინი. ეს ჩვენი გეგმის ნაწილი იყო, – აცხადებს რევოლუციის თეორიის შემქმნელი ამერიკელი პიარტექნოლოგი და დასძენს, რომ ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი მოქმედება – როცა დადგებოდა დრო, პოლიციას მათთვის გზა უნდა დაეთმო და ასეც მოხდა.
* * *
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აშშ-მა სტრატეგიული სამხედრო ბაზები განალაგა საქართველოში.
აშშ ყოველ წელს საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის 100 მლნ დოლარს ურიცხავდა სააკაშვილის მმართველობისას.
სარწმუნო წყაროებით, ამერიკელი მულტიმილიარდერი და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი ჯორჯ სოროსი დაეხმარა საქართველოს „ვარდების რევოლუციის“ განხორციელებაში.
იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძეს თავის სამუშაო კაბინეტში კედელზე უფროს ჯორჯ ბუშთან გადაღებული ფოტოც ეკიდა, უმცროს ჯორჯ ბუშთანაც და ამაყობდა კიდევაც ამით, მაინც გადააყენეს, დააკარგვინეს ყველა პრივილეგია და გავლენა და, ფაქტობრივად, ჩაკეტეს სახლში. მოგვიანებით ის ამბობდა: „ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომლებმაც ძალაუფლება ხელთ ჩაიგდეს, ფინანსურად მხარს უჭერდა ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი. მე არ ვიცი, რატომ მოინდომა მან საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მაგრამ ეს არ იყო რევოლუცია, ეს იყო გადატრიალების მცდელობა“.
ამ გადატრიალების მთავარი ლიდერი გახლდათ გიგა ბოკერია.
ჯორჯ ბუშის ჩამოსვლამდე ორი საათით ადრე მას შეხვედრა ჰქონდა ანატოლი ლებედკოსთან, რომელიც იყო ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი. 34 წლის ბოკერიასგან ის იღებდა მითითებებს, როგორ უნდა განხორციელებულიყო რევოლუცია ბელორუსიაში. ქართველები ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება რევოლუციით ხელისუფლებების ცვლილების თაობაზე.
– არის თუ არა ბელორუსიაში ვინმე ისეთი, რომელიც ჩაერთვება ამ „თამაშში“ და მთავარ როლს იკისრებს მთავრობის დამხობაში? – კითხულობდნენ შეხვედრაზე გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე.
– თანხებთან საქმე როგორაა? – აქტიურობდა გიგა.
– ჩვენ დაგეხმარებით, ჩვენ გავაკეთებთ თქვენთვის საქმეს. საჭიროა 4 მლნ დოლარი, რათა მიიტაცოთ ძალაუფლება. – ამბობდა გივი თარგამაძე.
ამასობაში ჯორჯ ბუშის თვითმფრინავიც ჯდება თბილისის აეროპორტში და გიგა ბოკერია ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს: ეს არის შესაძლებლობა, დავბრუნდეთ მსოფლიო რუკაზე და გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი 200-წლოვანი რუსული კოლონიზაციის შემდეგო.
აშშ-ის პრეზიდენტის მასპინძლობის ცერემონიალს ხელმძღვანელობდა ბრიუს ჯეკსონი, გადამდგარი სამხედრო ოფიცერი, რომელიც მეთაურობდა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ხელშემწყობ პროექტებს. ის ყველგან იყო, სადაც გაჩნდებოდა რევოლუციების ახალი ტალღები.
ბრიუს ჯეკსონი ამბობდა: „რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ სიმშვიდეს გვირღვევს თავისი დემოკრატიის დეფიციტით და დამოკიდებულებებით ქვეყნებისადმი, მაგალითად, საქართველოში, რიგაში, ბრატისლავაში, კიევში, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიული რევოლუციები. მოკლედ, პირველი მოსვენებას არ გვაძლევს, მეორე _ გვაწყნარებს“.
ბრიუს ჯეკსონი არ ეწერა ოფიციალური პროტოკოლის ჩამონათვალში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მას პირველს მიესალმა.
„კორუფციის და შეცდომების შემდეგ საქართველო დაამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს დემოკრატია მსოფლიოს ამ ნაწილში.
ჩვენ ვაფასებთ, რაც გააკეთა ამერიკამ საქართველოსთვის ამ წლების განმავლობაში“. _ ამბობდა ის.
ის ფრანგული პრესის ჟურნალისტს ინტერვიუს დროს ეუბნება: „ჩვენ არ ვმალავთ, რომ გვსურს რუსული ბაზების ლიკვიდაცია, მაგრამ ვიცით, რომ ეს ასე უცებ ვერ მოხდება. სირიაშიც ხომ ერთი ხელის დაკვრით არ დაუტოვებიათ ტერიტორია?! მაგრამ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ უკვე აღარ არსებობს დღეს საბჭოთა იმპერია არც ერთი ფორმით“.
კომენტარის დროს მას გვერდიდან არ შორდებოდა ბრიუს ჯეკსონი, რომლის მამა ცრუ-ის თანადამფუძნებელი და უფროსი ჯორჯ ბუშის უახლოესი მეგობარი იყო.
– რაიმე სწორად არ ვთქვი? – შეეკითხა სააკაშვილი.
– არა, სერ, თქვენ არასდროს არ ამბობთ რაიმე არასწორს, – მხარზე ხელი მოუთათუნა ბრიუს ჯეკსონმა.
ამ საუბრის შემდეგ ხალხის შეხვედრა უნდა გაიმართოს თავისუფლების მოედანზე და იქ თავდასხმა უნდა ვიხილოთ ჯორჯ ბუშზე. თავდასხმა, რომელიც, ადვილი შესძლებელია, კონკრეტული პასუხისმგებელი პირებისგან ყოფილიყო ინსპირირებული…
დღის 3 საათზე ჯორჯ ბუში სიტყვით გამოდის საქართველოს მოსახლეობის წინაშე:
„აშშ და საქართველო ატარებენ უდიდეს პასუხისმგებლობას და ჩვენ ერთად, ჩვენს საქმეს მსოფლიოში გავავრცელოთ თავისუფლება იმ ხალხში, რომლებმაც ეს არ იციან და არ შეუძლიათ“.
მას შემდეგ გავიდა დრო.
2018 წლის 18 თებერვალს ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში აჩვენეს სააკაშვილის ბიძის _ თემურ ალასანიას ინტერვიუ, სადაც ის ამბობს:
„მე ვიყავი პირველ „მეიდანზე“. მე ვმუშაობდი, როცა იუშჩენკო მოვიდა თავის პირველ ინაუგურაციაზე, როცა არ იყო ჯერ კიდევ პრეზიდენტი და მე მიმამაგრეს მას“.
მაგრამ ვინ მიამაგრა ალასანია იუშჩენკოს?
თემურ ალასანია: „როცა ვხვდებოდით აზერბაიჯანში, ან სადმე სხვაგან, საათობით ვლაპარაკობდით უკრაინის ბედზე და მომავალზე.
როცა პეტრო პოროშენკო აირჩიეს, მას არავინ არ იცნობდა. ფაქტობრივად, „მეიდანის“ ამბების დროს შევხვდით პირველად _ მე, მიშა, პოროშენკო და იყო კიდევ ერთი ადამიანი. ეს მოხდა სასტუმროში.
„მე ვიყავი პირველ „მეიდანზე“, მეორე „მეიდანზეც“. იცით, (პაუზა.) კონტრაქტი უნდა შესრულდეს“.
საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე თემურ ალასანიას შესახებ ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: `საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სპეცსამსახურებთან ტრადიციულად თანამშრომლობდა. დედამისი გიული, ჩვენთან აგენტად მუშაობდა. ბიძამისიც, თემურ ალასანიაც… ასევე, კგბ-ს აგენტი იყო.
ისინი, ყველანი, ასე ვთქვათ, ცრუ-ს (აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) პროექტს წარმოადგენენ.
იგი გადაბირებული არ ყოფილა. მან თავად შესთავაზა თავისი სამსახური აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს“.
„პირველი შეხვედრები ლეონიდ ბრეჟნევის დროს დავიწყე და აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტით დავასრულე“, – ამბობდა ინტერვიუშუ თემურ ალასანია.
* * *
როგორც ვხედავთ, კონტრაქტით, ხელშეკრულებით და ფინანსური გარიგებით ჰყიდიან ქვეყნებს, ჰყიდიან ჩვენს ქვეყანასაც, ყველაფერს ფულზე დახარბებული ერთი მუჭა ავანტურისტები, რომლებსაც ხალხმა მშვიდობიანად უთხრა უარი 2012 წელს. მას შემდეგ აღარ გვასვენებენ. არ გვაპატიეს _ რატომ არ გინდივართ, რატომ არ გიხარიათ ძარცვა, მკვლელობები, ჩაგვრა და მონობა, ე.ი. ბნელები ხართო. მაგრამ დააკვირდით, რა ძალები, უმაღლესი თანამდებობის რომელი კონკრეტული პირები უჭერენ მხარს და უმაგრებენ ზურგს ამ ე.წ. რევოლუციონერებს, რომლებიც, სინამდვილეში, ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან.
წარმოიდგინეთ, 2012-ში ან მას მერე მათთვის ვინმეს ბუზი რომ აეფრინა, საქართველოს მთავრობა კი არა, საქართველო იქნებოდა ჰაერში აწეული და დაბომბილი. ვინც დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, როგორც ვხედავთ, ესეც დიდი ამბავი ყოფილა.
რაც შეეხება სააკაშვილ-ადეიშვილი-კოდუა-თოფურიძეებს და სხვა „რევოლუციონერებს“, მათზე, რა თქმა უნდა, ხელშეუხებლობის გარანტიები იქნებოდა ვაშინგტონიდან, მაგრამ იმ ვირთხებს ჩვენი, ქართველი ხალხის შეეშინდათ და თავად გაიქცნენ საქართველოდან.
ამასწინათ ნაცნობი მეუბნებოდა, რა დამავიწყებს ნაციონალების გასაცოდავებულ სახეებს, სახლებიდან შიშით გამოდიოდნენ 2012-ში და უკან ჩქარა ბრუნდებოდნენ. მერე აიშვეს თავები და დიდ გულზე მოვიდნენო.
მართლა ღორის ტილები არიან ესენი, რომელთანაირებზე ქართული ანდაზა ზუსტად და ზედგამოჭრილად ლაპარაკობს…
ახლა ბნელებს გვეძახიან ჩვენ ესენი, ეს თავად ბნელები, ქალაქში ჩასულ სოფლელს რომ ჰგვანან, სოფელში რომ დაბრუნდება და ძროხაზე ამბობს, ეს რა ცხოველია, მეშინიაო.
„ბიჭებს“ (და „გოგოებს“) ბოლოს და ბოლოს, ჯორჯ ბუშისთვის, ბრიუს ჯექსონისთვის, კონდოლიზა რაისისთვის აქვთ ხელი ჩამორთმეული, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს იცნობენ „სვეცკები“ და ჩვენ, ცხადია, ბნელებად ვეჩვენებით.
სასაცილოა ახლა ეს, აბა, რაღა არის. როგორ შეიძლება ამ საცოდავებზე გაბრაზება, მაგრამ ძალიან რომ თავს გაუვიდათ, ფაქტია.
მენტალურად ხომ არიან და არიან მართლა ბნელები და სულიერადაც ჯურღმულში არიან ჩაფლული.
გაუგებარია, რა კატეგორიის ადამიანმა უნდა დაუჭიროს ამ ე.წ. მოჯანყე „ჟურნალისტებს“ მხარი, რომლებსაც აქციებზე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლის სახელდარქმეული, ქრისტეს მტერი რუსუდან გოცირიძე უდგათ გვერდით. ეპისკოპოსი ქალი რელიგიიის ისტორიას თუ ახსოვს მწვალებლური რელიგიების გარდა, ამიხსენით, თუ ხალხი ხართ…
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობაო, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა რომ გადადგეს, შარაგზის ყაჩაღი ბოკერია უნდა „დადგეს“ თუ ნიკანორ მელია?! ან ღრანჭმორყეული თარგამაძე, კობა ხაბაზი და ნიკუტა გვარამია, თუ ნანუკიე და გრიგოლია?
ამათ უკვე გაყიდეს საქართველო და ქართველები 2003-ში.
ახლა მეორედ, თუ ვინ იცის, მერამდენედ, უნდათ, რომ გაგვყიდონ, რომ უფრო გასივდეს გრიგოლია, ფრთები გაშალოს კოდალა კვესიტაძემ, კარიერა გაიკეთოს არამზადა სანაიამ და სხვებმა…
როგორც მაგათი „დიადი“ ბელადი მიშა იტყოდა: ნურას უკაცრავად!
მსოფლიო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ გაშიფრულია – ერთი მუჭა გაუმაძღართა ხროვა და ჰალსტუხიან უცხო მაწანწალათა ჯგრო საქართველოს ვერ დაამარცხებს.
(მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით)
ირანდა კალანდაძე
,,საერთო გაზეთი”