“კატასტროფა მოხდება, ელი; რუსულ ბაზარს ტურიზმისთვის სიკეთე არ მოაქვს!” – გაიცანით კიდევ ერთი ქართველი იდიოტი

“ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი bm.ge-სთან რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს „კატასტროფად“ აფასებს. ასათაშვილი ამბობს, რომ ელი, ტარაკუნემ, რუსული ბაზარი არ გინდათ, რუსული ბაზარი ჩვენ გვინდა!

„ვფიქრობ, რომ ეს არის კატასტროფა. უკვე წლებია ვიხვეწებით, რომ ნუ ხარჯავენ ფულს რუსეთზე და ნუ კიდებენ ქართულ ბაზარს რუსულზე. გვიხაროდა კიდეც რუსეთმა რომ ჩაკეტა საზღვრები, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ზოგიერთებისთვის ცივი წყალის გადასხმა და გამოფხიზლებაში უნდა დახმარებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ხალხი საქართველოში, რომელსაც ძალიან უნდა, რომ რუსეთზე იმუშაონ. თუ გავითვალისწინებთ პანდემიას და იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც დღეს რუსეთს აქვს, ეს იქნება დამანგრეველი. საკითხის მეორე ნაწილი არის პოლიტიკური ვითარება. არ მგონია სწორი, რომ როცა რუსეთს „გაუსწორდება“ ჩაგვიკეტავს ბაზარს და როცა უნდა გაგვიხსნის. მომხრე ვარ, რომ რუსული ბაზარი საერთოდ იყოს ჩაკეტილი და დავანებოთ თავი როგორც ქართველმა ტურ-ოპერატორებმა, ისე ტურიზმის ადმინისტრაციამ“, – განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არა რუსულ ბაზარს, ასათაშვილი სამ ფაქტორს ასახელებს. მათგან ერთია, რომ „ეს ნიშნავს რუსული ბაზარი არის დაბალ გადამხდელუნარიანი და საბოლოო ჯამში ტურიზმისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი სიკეთე არ მოაქვს“.- სინამდვილეში, რუსი ტურისტები, გარდა იმისა, რომ დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ სხვა ქვეყნებიდან მომავალ ტურისტებთან შედარებით, ბევრად უკეთესი გადამხდელები არიან, რაც კარგად უწყიან ქართველმა მერესტორნეებმა, მაგრამ ამის დამალვას უნიჭოდ ცდილობს ვინმე ასათაშვილი (რედაქციის შენიშვნა). 

„რუსულ ბაზარზე დაბრუნება უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ გაიზრდება ქართული საზოგადოების დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, რაც არ გვინდა. მეორე, რუსული ბაზარი არის დაბალ გადამხდელუნარიანი და საბოლოო ჯამში ტურიზმისთვის არანაირი სიკეთე გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოაქვს და მესამე, ვინც არის მაღალ გადამხდელუნარიანი და ვისზეც ვიცით, რომ საქართველოში ჩამოდიან, ისინი მაინც პოულობენ გზას ჩამოსასვლელად. მაგალითად გავრილოვი და პოზნერი, როცა უნდათ მაშინ ჩამოდიან“, – განაცხადა ვატო ასათაშვილმა, რითაც დაამტკიცა, რომ სრული იდიოტია, როგორც რუსები იტყვიან – круглый идиот (რედაქციის შენიშვნა).

ასათაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციას და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, ტურიზმის პოლიტიკა  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ.

ვატო ასათაშვილის თქმით, დღესდღეობით პრობლემა არის ის, რომ ძალიან ცოტა ტურისტი გვყავს და კონკურენცია მაღალია, ამიტომ ნებისმიერი ახალი გახსნილ ბაზარს დაიტაცებენ ოპერატორები და ამაზე უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბაზარი არ გაიხსნას.

„შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ რუსეთში საავიაციო ბაზრის გახსნით ტურიზმზე საუბარი არარელევანტურია“, – აღნიშნა ასათაშვილი.

რეალობა ასეთია:

ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ტურისტები პრაქტიკულად აღარ არიან. ამის შესახებ მან BM.GE-ისთან განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 2019 წლის მონაცემების მხოლოდ 15-25%-ს შეადგენდა. ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ამ მონაცემების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს დატვირთვა კიდევ უფრო შემცირდება:

„ტურისტების რაოდენობა არაბულ ქვეყნებში დასვენების დღეების გამო იყო მომატებული. მათ სხვაგან დასვენების საშუალება არ ჰქონდათ და შესაბამისად, საქართველოში ჩამოდიოდნენ. ტურისტების 95% დუბაიდან და არაბული ქვეყნებიდან იყო. არდადეგები არაბულ ქვეყნებში დასრულდა და ახლა ტურისტების ნასახი აღარ არის. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 5 ივლისის ამბების შემდეგ და კოვიდ-სტატისტიკიდან გამომდინარე არც ერთი ჯავშანი ევროპის და მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან აღარ შემოსულა. ახალი ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს“, – ამბობს „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი.

ცოტნე ჯაფარიძის განმარტებით, არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მთავრობის წევრების მხრიდან პასუხისმგებლობის კერძო სექტორზე გადატანა არასწორია და ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი თავის წილ პასუხისმგებლობას არ უგულებელყოფს.

„ჩვენს არცერთ ტურისტს ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებია. ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების დიდი ნაწილი კი „სინოფარმით“ ჯერ კიდევ ჯანმოს აკრედიტაციამდე აიცრა.

ამ მთავრობის ხელწერაა პასუხისმგებლობისა და ისრების გადატანა კერძო სექტორზე, ისინი კოვიდის გავრცელებას ჟურნალისტებს და ხალხს აბრალებენ.

ეჭვი მეპარება, ამ ქვეყანაში ვინმე ჩამოვიდეს, ერთეული შემთხვევები კი სურათს არ შეცვლის- ეს კოვიდ-სტატისტიკით და არასტანდარტული გარეგნობის უცხოელებზე ძალადობის ფაქტებით იქნება გამოწვეული. “, – განმარტა ცოტნე ჯაფარიძემ.