ხანძარმა თურქეთის ქალაქის ცენტრი გადაბუგა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

თურქეთში ხანძარს ებრძვიან. ტყეში გაჩენილი ცეცხლი ქალაქ მანავგატის ცენტრამდე გავრცელდა, რომელიც ანტალიიდან 75 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ქალაქიდან ევაკუირებულია მოსახლეობის ნაწილი. ხანძრისგან გამოწვეული კვამლის გამო, სუნთქვის პრობლემებით, საავადმყოფოში 50-ზე მეტი პირი გადაიყვანეს.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში 19 ვერტმფრენი, 100-ზე მეტი სახანძრო ავტომობილი და 400-მდე მეხანძრე მუშაობს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

 

“რეზონანსი”