„მე ვტოვებ პარლამენტს!”- ზურაბ ჯაფარიძე

„მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება.

არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად.

როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის“, – წერს ჯაფარიძე.