თანამედროვე ჭუჭუ…რნალისტიკის საფუძვლები – გელა ზედელაშვილი

გუშინ ერთი ვიდეო გადავახვიე მეცხრეჯერ და ვუყურე, დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ 1990-იან წლებში ჩასახული ჟჟჟუუურრრნალისტი დღეს ასე აზროვნებდეს. ინგა გრიგოლიაზე მოგახსენებთ, მთელი ცხოვრება იმას რომ ამტკიცებს, მე ჟჟჟუუურრრნალისტი გახლავართო.

საერთოდ, როცა ადამიანი რაღაც მიმართულებით ჩაიციკლება, როცა ასე ატყდება, მას რაღაც პრობლემა აქვს ხოლმე სწორედ ამ მიმართულებით. მაგალითად, მე მყვანან ჯარის ამხანაგები, რომლებიც დღენიადაგ ამტკიცებენ, როგორ ამაყად დადიოდნენ ოფიცრების ცოლებთან და ამყარებდნენ სექსუალურ ურთიერთობებს. ისინი თხზავენ ათასნაირ ისტორიებს, როგორ დაძვრებოდნენ ფანჯრიდან ფანჯარაში ,,ტრუსიკიანები”, როცა ოფიცრები გვიან ღამით მოულოდნელად ბრუნდებოდნენ სახლში. არადა, არ უნდა დაბრუნებულიყვნენ ასე მალე, მივლინებები თითო კვირით ჰქონდათ გაფორმებული. იტყუებიან, ცრუობენ ჩემი ჯარის ამხანაგები, ისინი ყვებიან იმას, რასაც თავიანთი მშობლები, ბიძები, მეზობლები და მშობლების ძმაკაცები უყვებოდნენ ბავშვობაში ან სიჭაბუკის პერიოდში. მსგავსი არაფერი ყოფილა, ამათ თავებში ჩაეჭედათ, რომ ჯარში წასვლა აუცილებლად ნიშნავდა ოფიცრების ცოლებთან სექსუალური ურთიერთობების დამყარებას, მაგრამ როცა ვერ ამყარებდნენ, მაინც არ იტეხავდნენ გუნებას, არ ბრუნდებოდნენ სახლებში ხელცარიელები. ხვდებით, რას ვამბობ, ხომ? ამას ჰქვია ტრადიციული კომპლექსი, ვისაც რა აკლია, მუდმივად იმაზე ამახვილებს ყურადღებას.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ გეტყვით, ინგა გრიგოლია ძალიან ჰგავს ჩემს ჯარის ამხანაგს, იგივე პრინციპით ამტკიცებს, მე ჟჟჟუუურრრნალისტი გახლავართო, მე მთელი ცხოვრება ჟჟჟუუურრრნალისტი ვარო, თავისუფალი სიტყვის მსახურიო და იცით, რას ამბობს 5 ივლისის შემდგომ გადაღებულ ვიდეოში? ტირის, ღმუის, ცრემლებს აღვარღვარებს, იმუქრება, წინასწარმეტყველებს: ხალხო, ესენი სახლებში შემოგვივარდებიან, ყველას დაგვხოცავენ და ერთ დღესაც ჟურნალისტი აღარ გეყოლებათ, რომ დაგიცვათ. გაიგონეთ? ერთ დღესაც ირაკლი ღარიბაშვილი შემოგვივარდება სახლებში თავის ამფსონებთან ერთად, ყველას დაგვხოცავს და თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს ჟურნალისტი აღარ გეყოლებათ. აგერ, როგორც ჟჟჟუუურრრნალისტი ინგა გრიგოლია ამტკიცებს, 53 ჟჟჟუუურრრნალისტი უკვე მოკლეს… მოკლეს რა, სცემეს, მაგრამ ეგ იგივე მკვლელობაა. მისი თქმით, თუ ღარიბაშვილი არ გადადგა, თუ სხვებიც არ მიჰყვნენ, აწი რანაირად უნდა იცხოვროს, არ იცის, ის მთელი ცხოვრება ჟჟჟუუურრრნალისტია, მაგრამ ასეთი რამ არ უნახავს, არც ის ახსოვს, ,,იმედში” რომ შეცვივდნენ ნიღბიანები, ეგ როდის იყო, რას ამბობთ, რეებს იგონებთ? აი, ახლა კი თავისუფალი სიტყვა დაჭრეს, მოჰკლეს, განგმირეს, ქუჩებში სისხლის გუბეები დააყენეს, დახოცეს, დაჩეხეს, დაკუწეს, მიკუწეს, მოკუწეს, აკუწეს და რაღა ეშველება ახლა დემოკრატიას? თუ დროულად არ მიეხედა ამ საქმეს, თუ არ გადადგა ღარიბაშვილი, თუ არ გადადგა გომელაური, თუ არ გადადგნენ დანარჩენებიც და არ გადმოდგა სააკაშვილი, რომელთანაც ძალიან ,,სასიამოვნო” ამბები აკავშირებს, თუ ძალაუფლება ხელში არ აიღეს ვარდისფერმა მელიამ, ჯოჯოხეთის მოციქულმა ბოკერიამ, შარვალჩახდილმა ჯაფარიძემ, რაინდმა მაჭუტაძემ, მხცოვანმა ჩიტო-გრიტომ, ომახიანმა თაკომ, სახალადეცე წიკლაურმა და რავი, რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო?!

ინგა გრიგოლია არ არის ჟურნალისტი, ის პროფესიით ფილოლოგია, მაგრამ ეგეც საკითხავია, რანაირი ფილოლოგია, როცა წერტილისა და მძიმის დასმაც კი უჭირს. სხვათა შორის, დღეს საქართველოში სულ რამდენიმე ჟურნალისტია, ვისაც წინადადებების გამართვა და სასვენი ნიშნების დასმა შეუძლია. იცით, შეიძლება ადამიანი ფილოლოგი იყოს, ეს უფრო ახლოს მდგომი პროფესიაა ჟურნალისტიკასთან, შეიძლება კარგი ჟურნალისტი სხვა პროფესიიდანაც ,,გამოიჩეკოს”, მაგრამ როცა 25-30 წლის განმავლობაში ერთ ადგილზე ბუქსაობ, ერთნაირი ღარიბი ლექსიკით ყვირიხარ, ღმუიხარ, ყველას ჭკუაზე არიგებ, ყველას ამუნათებ, ყველას კოტიტა თითებს უქნევ, ყველას ემუქრები, ეს უკვე ბანძობაა, დაბალი დონის პროფესიონალიზმია… პრინციპში, ეს საერთოდ არ არის პროფესიონალიზმი, რაც ამ გრიგოლიას კახა ბენდუქიძემ დამართა, წესით და რიგით წითელი პომადა ჯიბეში უნდა ჩაედო და ტელევიზიას საერთოდ გასცლოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, უფრო მეტი პრეტენზიები გაუჩნდა, უფრო მეტი ქაჯობა განავითარა. ეს ქალი არის უწიგნური, 30 წლის განმავლობაში, რაც ჟჟჟუუურრრნალისტიკაშია, ორი წიგნი არ წაუკითხავს. ვიღაცა მეტყვის, შენ რა იცი, იქნებ 30 წიგნი წაიკითხაო? არა, ჩემო ძვირფასებო, როცა ადამიანი 30 წლის განმავლობაში ერთი სიტყვითაც ვერ გაიმდიდრებს საკუთარ მეტყველებას, ვერ დაიხვეწავს აზროვნებას და ვერ ისწავლის ადამიანებთან ურთიერთობას, ასეთს აშკარად ეტყობა, რომ ჭორიკნობის მეტი არაფერი უკეთებია. არადა, დამიჯერეთ, ეს ქალი ჭორიკნობაშიც ჩლუნგია.

ინგას ძალიან უნდა, რომ ჟურნალისტი იყოს, მაგრამ ის მხოლოდ ჟჟჟუუურრრნალისტია. იცით, რა განსხვავებაა ჟურნალისტსა და ჟჟჟუუურრრნალისტს შორის? პირველი პროფესიონალია, მეორე კიდევ კრეტინია, ოღონდ სადღაც არის მომჯდარი და თავი კიტრი ჰგონია. არა, კი არის შუშა კიტრი, მაგრამ მას თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია. წარმოგიდგენიათ? ქალი იძახის, თუ ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა, არ ვიცი, რა მეშველება, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებაო. ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს უპრინციპო პრონციპები, ასეთზე კახეთში იტყვიან ხოლმე, ხისთავიანიაო. დიახ, ხისთავიანს რა მტკიცებულებაც არ უნდა დაუდო ცხვირწინ, მაინც არ დაიჯერებს, მაინც გაასავსავებს კოტიტა თითებს და თავისას ამოუკიკინებს. აი, ინგა ახლაც იძახის, მე არც ექსპერტიზა მაინტერესებს, არც ექსპერტიზის კვლევა მაინტერესებს, ლაშქარავა ხელისუფლებამ მოკლა, ყველამ პასუხი უნდა აგოსო. როდესაც ეკითხებიან, ეგ როგორ მოხდაო? როგორ და პოლიციამ არ დაიცვაო. ჯერ ერთი, ორივე მხარეს ბნელები იდგნენ და ორივე მხარემ მოაწყო პროვოკაცია და მეორეც – კარგი, რა, ხომ ვიცით (მთელმა თბილისმა იცის), ეგ კაცი (ბიჭი აღარ ეთქმის) როგორ და რანაირად გადრაიცვალა? მაგათივე დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე იძახის, ცემის გამო არ გარდაცვლილაო. ტუმცა ინგას არ აინტერესებს, ინგა თავისუფალი ჟჟჟუუურრრნალისტია, მას თავისი პრინციპები და შეხედულებები აქვს, მისი კოლეგა მოკლეს, მორჩა, დამთავრდა, მთავრობა უნდა გადადგეს. თუ არ გადადგება, მისი ცხოვრება არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, შეიძლება მას უარესი დაემართოს, შეიძლება ერთ დღესაც ქუჩაში ტრიკოიანი გავარდეს და იძახოს, ყველას დაგაბნელებთ, მზესაც დავაბნელებ და მთვარესაცო.

ჩემი აზრით, ინგა ავადაა… ავად რომ არ იყოს, დორბლიანის დავალებებს არ შეასრულებდა… თუნდაც იმიტომაც არის ავად, რომ მკვლელ პატარა ჭუტას ხელქვეითია, ის (პატარა ჭუტა) 2000 წელს მანქანით ტროტუარზე ავარდა და 15 წლის ბიჭი მოკლა. ალბათ გალეშილი იყო, ან კიდევ ნარკოტიკებით გაბრუებული, სხვანაირად ავტობუსების გაჩერებაზე ვერ შევარდებოდა. მაშინ ეს საქმე დიდმა ჭუტამ (ავთო წერეთელმა ჩაფარცხა), მაგრამ ახლა რომ ეს მკვლელი სხვას მკვლელს ეძახის, ეგ როგორაა? ამაზე ინგა გრიგოლია რას ფიქრობს? არაფერსაც არ ფიქრობს, იქით უტევს ირაკლი ღარიბაშვილს, იქით უგზავნის ზონდერ-ჟჟჟუუურრრნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს დედოფლისწყაროში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის შვილები ისვენებენ. დიახ, დილის 6 საათიდან უთვალთვალებენ ბავშვებს, თუ გარეთ ცხვირს გამოყოფენ, ეგრევე ეცემიან და შეკითხვებს უსვამენ. კაცი ჟურნალისტიკაში ვბერდები და მსგავსი არაფერი მინახავს, უბრალოდ გაოგნებული ვარ, ეს არის ამათი მედია? შავნოდარაა (ნოდარ მელაძე) თავისუფალი სიტყვის მსახური და დამცველი? ამას წინებზე ინგა გრიგოლია ბოდავდა ,,უცნობის” გადაცემაში, ჩემი მეგობარი ნოდარი ყველაზე მაგარი ნიუსმეიკერია მედიასივრცეშიო. ,,უცნობმა” უთხრა, ყველაზე მაგარი ცილისმწამებელიაო. თქვენ გგონიათ, ამ ქალმა რამე გაიგო? მაინც თავისას მიერეკებოდა, არ არსებობს, ნოდარა მაგარიაო. ეხლაც ეგრე აქვს ჩახვეული, ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, ეგეთი ხოში მაქვსო.

23 ივლისს იყო ეგ ამბავი, ზემოთ რომ მოგახსენეთ, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან ,,დესანტი” გადასხეს-მეთქი. იმ მაწანწალა ჟჟჟუუურრრნალისტებს რას ვერჩი? მგონი ეგ ქალი ადრე ,,იმედში” მუშაობდა, ქაჯაიას ამბობენ გვარად, ტრაკიდან ბოლი გასდის, პირიდან – ცოფი, იღლიებიდან – ოფლი, ყველას დასდევს ქოშინით, გეგონება ავღანეთის ომიდანაა გამოქცეული და თალიბები ისევ მოსდევენ. წარმოგიდგენიათ? დილის 6 საათიდან ყარაულობდა ირაკლის მშობლების სახლ-კარს ეს შეჩვენებული, მთელი დღე ყარაულობდა და ბავშვებისგან რაღაცის გაგებას ლამობდა. მე პირადად მივმართე სახალხო დამცველს, შე ქაჯო, ეს არ არის არასრულწლოვნების შევიწროება და ბულინგი, ხმას რომ არ იღებ-მეთქი? დღის მეორე ნახევარში გაბედა წამოკნავლება: ისაო, ესაო, როცა ჟურნალისტი სიუჟეტს ამზადებს, ბავშვთა უფლებები უნდა დაიცვასო, არც კონკრეტული ტელევიზია უხსენებია, არც ჟურნალისტი უხსენებია, არც ფაქტი უხსენებია. თურმე ნიკოლოზ გვარამიას ზღაპრების თანახმად, მის შვილებს რომ უთვალთვალებენ, ეს დიდი სტრესია, მაგრამ როცა ირაკლი ღარიბაშვილის შვილებს უთვალთვალებენ, ეს არ არის სტრესი!

23 ივლისს, დილით ირაკლი ღარიბაშვილის დამ, თეა ღარიბაშვილმა ,,ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

,,სირცხვილია!!!! დილის 7 საათიდან ძალადობთ არასრულწლოვან ბავშვებზე! უკვე მერამდენედ!!! რატომ არ აჩვენებთ, როგორ ძალადობთ ბავშვებზე”?!

მიაქციეთ ყურადღება, უკვე მერამდენედო? გამოდის, ასეთ რამეს ხსირად აკეთებენ. როგორც ჩანს, პრემიერის ოჯახმა ადრე გაატარა, მაგრამ როცა უკვე ბავშვებზე დაიწყეს ნადირობა, ძალზედ მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორც ინგა გრიგოლია, ნოდარა მელაძე და პატარა ჭუტა (წერეთელი) არიან ჟურნალისტები, ისეა ეს დამპალი ვინმე ქაჯაია თავისუფალი მედიის წარმომადგენელი. როგორც ნინო ლომჯარიაა სახალხო დამცველი, ისე ინგა გრიგოლიაა ჟურნალისტი, ხოლო შავნოდარა ნიუსმეიკერი. ცნობისათვის, გრიგოლიას წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ,,ნიუსმეიკერი”… მოდით, ერთად ჩავიხედოთ სამოქალაქო ლექსიკონში: ,,ნიუსმეიკერი” – ამა თუ იმ მომენტში მაყურებელთა და მკითხველთა ინტერესის სფეროში და აქედან გამომდინარე, ჟურნალისტების ყურადღების ობიექტში მოხვედრილი პირი – პოლიტიკური მოღვაწე, არტისტი, სპორტსმენი და ა.შ”.

გამოდის… როგორც ,,დათა თუთაშხიაშია”, პირიქითაა, ასინეთა, პირიქით, ნიუსმეიკერი არის ინტერესის ობიექტი, და არა ყალბი ,,ნიუსების” მკეთებელი, თუნდაც ნამდვილი ,,ნიუსების” დამამზადებელი. გითხარით, ამ ქალს 30 წლის განმავლობაში წიგნი არ წაუკითხავს-მეთქი და არც ვტყუი, თუ არა უწიგნური და კრეტინი, სხვა ვინ მიუქსევდა ირაკლი ღარიბაშვილის ბავშვებს ე.წ. ჟურნალისტებს?!

ამ შაბათს, კვირის წინა დღეს, შავნოდარამ მძაფრსიუჟეტიანი მონოლოგი გამოაცხო: სად იყავით თქვენ, როდესაც მე რუსი გენერლები ავტომატებს მიტრიალებდნენო?! თქვენნაირი მოსული და წასულიც ბევრი მინახავსო! გავა წლები და მომავალი თაობა მოგიხსენიებთ, როგორც ყველაზე ბოროტ მთავრობასო… და ისაო, არაფერი შეგეშალოთ, მე ის ნოდარა ვარ, ,,იმედი” რომ დაარბია ხელისუფლებამ, ეზოში ვიდექი ჩართული კამერით, ერთი წუთით არ გავჩერებულვარო. შავნოდარა იმ ხელისუფლებას უწოდებს ბოროტს, რომელსაც არც ტელევიზია დაურბევია და არც სანდრო გირგვლიანი მოუკლავს (აღარაფერს ვამბობ სხვა სანდრო გირგვლიანებზე), სამაგიეროდ იმ მართლა ბოროტი ძალის წისქვილზე ასხამს წყალს, იმ ბოროტი სექტის წარმომადგენელია, რომელმაც მოკლა გირგვლიანი და დაარბია ტელევიზია, დახვრიტა ახალგაზრდები, აწამა პატიმრები და ბიზნესმენები, გააუპატიურა ადამიანები, გადაიღო გაუპატიურების 27 ათასი ვიდეო. წარმოგიდგენიათ? 27 ათასი… და ეს სირთაოზ ყვერაძე სხვებს ეუბნება, მომავალი თაობა ყველაზე ბოროტებად მოგიხსენიებთო. ესეც ავადაა, ეს ჩემისა, იმავე შაბათს თავის ჭუჭუ ჭურნალისტებს სიუჟეტი მოამზადებინა, ადრე ირაკლი ღარიბაშვილის მამა ,,ნაციონალი” იყოო, კომპრომატი გამოუქექა. სასაცილოა, ეგ ამბავი მე მკითხეთ, იმ დროს, რა დროსაც ირაკლის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს ,,ნაცობას” აბრალებენ, ის იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, მას არ ეკავა არანაირი მნიშვნელოვანი თანამდებობა და თავისუფლად შეეძლო, არ ყოფილიყო არც ,,ნაცი”, არც ,,გნაცი”, არც ,,შმაცი”. თუნდაც ყოფილიყო, თუ ეს შავნოდარას აზრით კომპრომატია, მაშინ თვითონ რატომ არის ,,გნაცი”? არა, მართლაც ხომ საინტერესოა? ,,ნაციონალი” გაბრალებს შენ ადრე ,,ნაციონალი” იყავი და ეს არის ძალიან ცუდიო. სასაცილოა, ძაან მაგრად აქვთ არეული რამსები ამ უბედურებს, მართლა ავად არიან.

არადა, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ხან მოვეფერეთ, თავზე ხელი გადავუსვით, თქვენ გენაცვალეთო, ესეც ვუთხარით… ხან ცოტა გავკიცხეთ, გავუბრაზდით… ამას წინებზე, ივლისის დასაწყისში წამოარტყეს კიდეც… მაგრამ არაფერი გამოვიდა, მაინც მავნებლობის გზაზე არიან შემდგარნი. მართალია, აფეთქებული გრიგოლია იძახის, გვხოცავენ, დაგვხოცეს, გვდევნიანო, მაგრამ მე არ მჯერა, ქალი გამოდის და კოტიტა თითებს ატრიალებს, მე დიქტატურას ვებრძვიო, ჩვენ ამ დიქტატურას დავამარცხებთო. როდის იყო, დიქტატურას პირდაპირ ეთერში ამარცხებდნენ? თუკი პირდაპირ ეთერში აცხადებ, ქვეყანაში დიქტატურააო, გამოდის, ცრუობ, იტყუები, მასე რომ იყოს, ამას ვინ გათქმევინებდა? გითხარით, ამათ რამსები აქვთ არეული, ბოდიალობენ, აქეთ გვეჭიმებიან, ,,იმედს” რომ არბევდნენ, ეზოში ვიდექით მედგრადო. ჯერ ერთი, ეგეც საკითხავია, ეზოში იდგნენ თუ გივია თარგამაძის კაბინეტში ისხდნენ მოკუნტულები და მეორეც – შე ჩემა, სწორედ მაგას არ გეუბნებით, მკვლელებისა და დამრბევების მხარეს რატომ ხართო? ამ დეგენერატებისთვის ლოგიკური მსჯელობა უცხოა, ამათ თავებში ნორმალური ლაპარაკი არ შედის… გითხრათ, როგორი განათლება აქვთ? ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ,,უცნობმა” ხალხს რომ მოუწოდა, ქუჩაში გამოდით, ჩვენი სარწმუნოება დავიცვათო და ბლომად ხალხი რომ გამოვიდა. მაშინ აქციის ბოლოს ,,უცნობმა” ,,ჟუჟუნა წვიმა” იმღერა, სადაც ამბობს, ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამაო. ამათ, ამ შავნოდარას და ინგას ჟჟჟუუურრრნალისტებმა დაიწყეს, ,,უცნობი” დანით გვემუქრებაო. მეტიც, იგივე ,,უცნობმა” (გია გაჩეჩილაძემ) თქვა პირდაპირ ეთერში, ჩემთან ჟურნალისტები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, ჟუჟუნა წვიმამ რომელი მინდორი დანამაო?

აი, მეგობრებო, ამნაირ ,,განათლებულ” ჟჟჟუუურრრნალისტებთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ და სავალალოდ!

,,ხელისუფლებამ მედიასთან დაიწყო პირდაპირი ომი და ეს არის ბოლო გაფართხალება”! – აცხადებს გავეშებული გრიგოლია და მე ამ დროს ვფიქრობ, რომ ეს არის ამისი და ამისნაირების ბოლო გაფართხალება. დიახ, თუ ახლა მან, ვინმე ეკა მიშველაძემ და ვინმე ვახტანგ სანაიამ რევოლუცია არ მოაწყეს, ჩაირეცხებიან. გრძნობს ეს დედაკაცი, ჩასარეცხად რომ არის გამზადებული, ამიტომაცა ღელავს როგორც ტომატი და უნდა, რომ ხელში ეჭიროს მას ავტომატი!

ავტომატი ჟორიკა რურუას ხელობაა, ინგამ ერთი მანქანის ტარება იცოდა და ეგეც დაავიწყდა, ფეხით დადის, ახლა კი უბრალოდ ღელავს, როგორც ტომატი… მისი მუქარა სასაცილოა, უკვე სასაცილოა, მან არ იცის, ვერ გრძნობს, რომ კოტიტა თითების ქნევა ანაქრონიზმია, მისი ყალბი მუქარისა აღარავის ეშინია. და იცით, რატომ არის ქალბატონი ინგა ყელამდე ყალბი? ამ დღეებში სტუდიაში ეჯდა კაკო ბობოხიძე, ადრე ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს თავ-პირი რომ გაუერთიანა და ერთად გმობდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმას. ესე იგი, მოძალადე კაკო ბობოხიძე გმობს ძალადობას, გესმით, რეები ხდება დედამიწაზე? სამაგიეროდ, არ გამოსულა კაკოიე და არ დაუგმია ის ფაქტი, პრემიერ-მინისტრის შვილებზე რომ ძალადობენ ვითომ ჟურნალისტები, სინამდვილეში კი ზონდერ-ჭუჭუ…რნალისტები. არც არის საჭირო, ვის რა ფეხებად უნდა ბობოხიძის დაგმობა? აქ ერთი რამეა მთავარი… რაც ახლა ხდება, რასაც ახლა აკეთებენ ამ ქვეყნის მტრები, ეს არის სასწრაფო წესით აღსაკვეთი, თორემ ამათ თავხედობას ყველა ვერ მოითმენს და ამ ვერმოთმენას მოჰყვება ძალიან ცუდი მოვლენები. მე მითქვამს, დამიჯერეთ, დანარჩენზე კი შემდეგ ნომერში მოგახსენებთ. მადლობა ყურადღებისთვის.

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი”