აცრა მომკლავს, თუ შიზოფრენიით მოვხვდები, სადმე კლინიკაში და მაინც ამცრიან, რა მნიშვნელობა აქვს?

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

კომუნიზმი რომ ყოფილიყო, დღეს:
– არც მე ვიტლიკინებდი ამდენს, დამიძახებდნენ ასაცრელად, მივიდოდი და ისე ამცრიდნენ ერთს არ დავიკნავლებდი და გავაპროტესტებდი! (სხვათაშორის თქვენც, ვინც ჩემნაირად ფიქრობთ)
-იქნებოდა ერთი ტელევიზია, ერთი საინფორმაციო გამოშვება 30 წუთიანი, მოკლედ მოყვებოდნენ მიღწეულ რეკორდებზე და ჩაო)))
-არც ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტელეგრამი და სხვა ჯანდაბა გრამები იქნებოდა)))
-არც მე მომეშლებოდა ნერვები და არ წავიკითხავდი ამდენ სტატიებს ძირითადად ვაქცინების წინააღმდეგ))
-არც ამდენი პროვაქსერის ისტორიებს მოვისმენდი)))
-არც ის მეცოდინებოდა ვირუსი რომ შედის და მერე სხვანაირი გამოდის)))
– ვერც ბილ გეიტს და მის თეორიებს გავეცნობოდი)))
-არც გრიგოლიას სპექტაკლებს ვიხილავდი)))
– არც მსოფლიო სტატისტიკას გავეცნიბოდი)))
-და რაც მთავარია არც აცრილებზე ვინერვიულებდი (სხვათაშორის ჩემი მეუღლე სამხედროა და ისე აცრეს რომ არც კი გაუპროტესტებია, მე ვაპროტესტებ და ცოცხალი თავით არ ვიცრები).
-და აი ახლა აცრა მომკლავს თუ შიზოფრენიით მოვხვდები სადმე კლინიკაში და მაინც ამცრიან, რა მნიშვნელობა აქვს?)))))