“გეების დედოფალი” თაბაგარის მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

“არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა! სანამ პოგრომის თანამონაწილე ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას” – განაცხადა ლგბტ-საქართველოს თავკაცმა (-კაცმა?) თაბაგარმა (სურათზე ქვემოთ). 30 ივლისის მდგომარეობით კი, მართალია, ღარიბაშვილი არ გადადგა, მაგრამ დაჭერები გრძელდება.

30 ივლისი, “რეპორტ.გე”: თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას ფოტოგრაფ ვახო ქარელის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ ორ პირს – გენო მეგრელიშვილის და გიორგი ხეჩუაშვილს, პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 სეექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს-ს ცნობით, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები მათთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნითა და შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ ტელეკომპანია ფორმულას ფოტოგრაფს. ვახო ქარელმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. ჩატარებული კვლევებით მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.