„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სრულ ბოიკოტზე გადადის

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმს ირჩევს და საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს. სხვა ოპოზიციური პარტიები კი, არჩევნებისთვის სტრატეგიის ფორმირებაზე მუშაობენ. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და ეცდებიან „ქართული ოცნების“ შეთანხმებაში დაბრუნებას.

​თუ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მცირე შანსი მაინც იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ამის ჩაგდების შესაძლებლობას არ მივცემთ, მაგრამ, ამასთანავავე, მინდა, გითხრათ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სრულ ბოიკოტზე გადადის“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 

“იმედინიუსი”