თუ ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, პანდემიას სრულად გადავლახავთ

იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, ამით პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ.

“თუ ჩვენ თითო თვეში მილიონ აცრას გავაკეთებთ, ანუ 3 თვეში 3 მილიონს, პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ. შემდეგი სამიზნე გვაქვს 800 000 აცრა ყოველ თვეში. მესამე, შედარებით მოკრძალებული სამიზნე გახლავთ 600 000 აცრა, 3 თვის განმავლობაში. მომდევნო სამი თვე ეპიდემიის დასამარცხებლად კრიტიკულია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“რუსთავი2”