დავით გარეჯის და ჰერეთის საკითხში სომხები ცალსახად საქართველოს მხარეს არიან – შოთა აფხაიძე ქართულ-სომხური ურთიერთობების შესახებ

მოსკოვში მოღვაწე ქართველმა პოლიტოლოგმა შოთა აფხაიძემ ინტერვიუ მისცა სომხურ სააგენტო PRO ARMENIA-ს, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო თურქეთის გავლენას აზერბაიჯანზე და მთლიანად, კავკასიაზე, ყარაბაღის კონფლიქტს და ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ძირეულ საკითხებს. ბუნებრივია, რომ საუბარში გვერდი არ აუარეს დავით გარეჯის თემას.

სომხეთში ცალსახად მხარს უჭერენ დავით გარეჯისა და ჰერეთის ისტორიული საქართველოსადმი კუთვნილებას. მომძლავრებული თურქულ-აზერბაიჯანის დასაბალანსებლად ქართულ-სომხური თანამშრომლობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავით გარეჯს ვერ შევინარჩუნებთ.