„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის შიგნით გიორგი გახარიას, ყოფილი თანაგუნდელის, მეტსახელი იყო „ბოლი“.
„გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს“, – თქვა კობახიძემ 30 ივლისს „პალიტრანიუსის“ ეთერში.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ქართული ოცნება“ 2021 წლის თებერვალში დატოვა ნიკა მელიას დაკავებაზე უთანხმოების ფონზე. მას შემდეგ მხარეები ერთმანეთს აკრიტიკებენ.
გახარიას ოცნებაში ყოფნისას პარტიის სხვა ლიდერები მას ხშირად აქებდნენ. მაგალითად, ფრაზა – „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“, – ეკუთვნის სწორედ ირაკლი კობახიძეს.
“ნეტგაზეთი”