ირაკლი კობახიძის განცხადებით, მკაფიო ნიშნებია, რომ გიორგი გახარიას პარტია კიევიდან ფინანსდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მკაფიო ნიშნებია, რომ გიორგი გახარიას პარტია კიევიდან ფინანსდება.

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება.

ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე: ფინანსური ნაკადები კიევიდან მოდის? -კობახიძემ უპასუხა: „როგორც ამბობენ ხოლმე „თბილა“, ცნობილი თამაშიდან, შეიძლება „ცხელა“ კიდეც. ხო, ნიშნები ამის მკაფიოდ არის!“

– “ეს ყველაფერი უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც განვითარდა საქართველოში თებერვალში. იქაც გვაქვს ლოგიკური დასკვნები ჩვენ ინფორმაციაზე დაფუძნებით. ლოგიკური დასკვნები ძალიან კარგად უკავშირდება დაფინანსების წყაროებსაც“ – აღნიშნა კობახიძემ.

წყარო: itv.ge