ჯინ შაჰინი – ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს – ასე აფასებს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას.
– “აშშ-ის სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების წარუმატებლობა აზარალებს ქართველ ხალხს“ – წერს ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
წყარო: newposts.ge