სახელმწიფოს მიერ “ფაიზერბიონტეკისგან” შეძენილი მილიონი დოზიდან 170 000 დოზა უკვე საქართველოშია.
დედაქალაქში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. სამედიცინო უნივერსიტეტი კიდევ ერთი პუნქტია, სადაც მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.
“ჩვენ ვამზადებთ 20 ბრიგადას შესაბამისი გამტარობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰოლდინგისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით, ამ სივრცეებში შეგვიძლია გავატაროთ ამ სივრცეებში 4 000 პაციენტი. ამ სივრცეების მოწყობისთვის ჩვენ 48 საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდა. ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს,” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
“რეზონანსი”