22 წლის ბლოგერი ვიდეოს გადაღებისას 200 მეტრიანი მთიდან გადაიჩეხა და დაიღუპა

ახალგაზრდა დანიელი ბლოგერი, რომელიც იტალიის ალპებში ვიდეოს იღებდა, კლდიდან გადავარდა და დაიღუპა, იუწყება USA Today.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ალბერტ დირლუნდი ვალ-გარდენში მდებარე სეჩედეს მთაზე თავისი Youtube-არხისთვის იღებდა ვიდეოს, როდესაც ფეხი დაუცდა და 200 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა. მის დასახმარებლად ვერტმფრენი გაიგზავნა, მაგრამ მან დროულად ვერ მოახერხა ადგილამდე მისვლა და ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

ცნობილი ხდება, რომ ალბერტს მშობლები და შეყვარებული გოგონა — მარია ანდერსენი დარჩა, რომელიც მან 2020 წელს გაიცნო.

„ჩვენ ერთობლივი გეგმები გქვონდა. ეს მშვენიერი მომავლის მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელიც თვალის დახამხამებაში დაინგრა. იმედი მაქვს, რომ მას ესმის ჩემი, როცა ღამით თვალს ვხუჭავ და ვეუბნები, რომ მიყვარს და მუდამ მის გვერდით ვიქნები“, — წერს მარია საკუთარ Instagram-ზე

“სპუტნიკი”