ჩამოგითვლით, რამდენი ქართველი მოკლეს “ცივილიზებულ დასავლეთში” და ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე მერე ვიკივლოთ!

ჩამოგითვლით, რამდენი ქართველი მოკლეს “ცივილიზებულ დასავლეთში” და ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე მერე ვიკივლოთ!

თითოეული ადამიანის სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა, მითუმეტეს, ძალადობრივი სიკვდილი ანუ მკვლელობა . ვუსამძიმრებ და სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპული შანე ბრიკის ოჯახს .

ნამდვილაფ ამაზრზენია , როცა ულტრა- ლიბერალური მედია , რომელიც რადიკალური და ყოვლად მარგინალური ოპოზიიის ზურნად იქცა , ამ ტრაგედიას ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის აპოკალიფსის კონტექსტში განიხილავს .

სრულიარ ევროღოველთა და ლიბეროზავრთა საზოგადოებამ , უკვე მოასწრო ქართველი ერის შეჩვენება , ათასგზის შეურაცყოფა , სრულიად ქართველი ხალხის დადანაშაულება ამ ტრაგედიაში . ასევე ასევე შეძლო უკიდეგანო პოლიტიკური სპეკულაციების მოწყობა .

მედასავლეთე ევროღოველთა სექტას , კიდევ ერთხელ ამტკიებს იმ ფაქტს , რომ მათ იდეური ქაოსი აქვთ ტვინებში , თავისსავე მიერ დეკლარირებულ დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს დღეში ასჯერ თელავენ ფეხქვეშ და თვითონვე აქცევენ ფიქციად .

მიუხედავად მიმისა , რომ გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია მკვლელობის მოტივი , არ დაუჭერიად დანმაშავე , და სასამართლოს არ გამოუტანია განაჩენი , კოლექტიურმა პროვინციულმა ლიბერალ – ფაშისტემა ყველაფერი ქართველებს დააბრალეს . რითაც კიდევ ერთხელ , სახეში აფურთხეს უდანაშაულობის პრეზუმფციას .

ულტრა- ლიბრალური ზურნის შიზოფრენიული პანიკა აბსოლიტუტად ალოგიკურია და უსაფუძვლოა . მსგავსი შიზოფრენია , გათვლილია მხოლოდ დესტრუქციზე . როგორც ლიბერალ – ფაშისტური მედია აცხადებს , პასუხი ავსტრალიელი გოგოს მკვლელობაზე , თურმე სრულიად საქართველოს სახელწიფომ და ქართველმა ერმა კოლქტიურად უნდა აგოს . სადაა ლოგიკა ? ცალკეულ კრიმინალურ შემთხევაზე , მსოფლიოში არცერთი ქვეყნის და ერის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა .

იგივე ლოგიკით სრულად უნდა აგონ პასუხი ფაშისტ – ლიბერალების მიერ დემოკრატიის და ცივილიზაციის აკვნად , წოდებულმა აშშ , ევროკავშირის ქვეყნებმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა თურქრთმა , შემდეგი მკვლელობის ფაქტების გამო :

კოლექტიურად ვენესუელამ სადაც 2001 წელს 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, მოკლეს ილიკო სუხიშვილის მეუღლე, იქ გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე 21 წლის გვანცა შერგელაშვილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 6 დეკემბერს ღამით 18 წლის საქართველოს მოქალაქე ჯაბა ადამია მოკლეს. შემთხვევა ბრუკლინში მოხდა. ადამია დაჭრილი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. კლინიკაში კი მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

2018 წელს აშშ -ში ქართველი 41 წლის მამუკა ჭამიაშვილის მკვლელეს . ჭამიაშვილი კარგად დაგეგმილი თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ის ინტერნეტში ავტომობილის გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების ავტორებს – კეონ ლუისსა და ალი გარნერს კი პოტენციური მყიდველის გაძარცვა ჰქონდათ დაგეგმილი.

ჭამიაშვილი ავტომობილის ტესტ-დრაივზე თავის ვაჟთან და ოჯახის ახლობელთან ერთად მივიდა. მამა ადგილზევე ჩაცხრილეს, შვილს კი სცემეს. გარდაცვლილს 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. 2 ეჭვმიტანილი 6 და 16 ოქტომბერს დააკავეს.

გასულ წელს აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, 31 წლის ქართველი დავით კანდელაკია და ამერიკელი ჯოშუა რაისი მოკლული იპოვეს . ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გასულ წელს მეცნიერ-გამომგონებელი რომელიც ივლისში მინეაპოლისის ცენტრში ნაცემი იპოვეს, 42 წლის ალექსანდრე სამბელაშვილი რომელიც მიღებული ტრამვების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა . მკვლელობა 28 წლის მამაკაცმა ერიკ კრავჩუკმა ჩაიდინა მინეაპოლისის ,მე-5 ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში.
2020 წელს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი 35 წლის თეონა ხარაძე მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს . დაზარალებულების სახლში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც ქართველი გოგო დანით დაჩეხეს .

2019 წელს თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს. გარდაცვლილი სასტიკად არის იყო ნაწამები. ეჭვმიტანილი ცხედარი ეჭვმიტანილის ოჯახში აღმოაჩინეს. მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

2020 წელს თურქეთში მოკლეს ქართველი ემიგრანტი – 2 შვილის დედა 51 წლის მზია დუნდუა, რომელიც დანით დაჩეხეს .

2018 წელს ქალაქ ამასიაში 60 წლის ქალის ცხედარი პოლიციამ მისივე სახლში აღმოაჩინა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

გასულ წელს იტალიაში 36 წლის ქართველი ვახო ჯოხაძე, გორიციას სადეპორტოში იტალიელმა პოლიციელებმა ცემაში მოკლეს .

2019 წელს იტალიაში , ქართველი მხატვარი 54 წლის ქალბატონი თამარ მოდებაძე მოკლეს .

2018 წელს იტალიაში, ქალაქ ტურინში ეროვნებით ქართველი ცემაში მოკლეს. შემთხვევა ტურინის საემიგრაციო მიმღებ გამანაწილებელ სამსახურში მოხდა.

2020 წელს საფრანგეთის ქალაქ რუანთან ახლოს ქართველი არასრულწლოვანი მოკლეს – ა მკვლელობისთვის დაკავეს 3 პირი რომლებმაც , 2004 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქართველი წამებით მოკლეს .

2018 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე წარმოშობით რუსთაველი, 32 წლის კაცი დანით მოკლული იპოვეს. შემთხვევა ქალაქ მანჰაიმში მოხდა.

2019 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე 29 წლის ქალი მოკლეს. მისი ცხედარი ქალაქ კალითეაში, საკუთარი სახლის საძინებელში რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ან

სულ რაღაც ერთი თვის წინ საბერძნეთში , ქალაქ ათენში გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 წლის ქეროლაინ ქროუჩი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ საკუთარმა ქმარმა ბალიშით გაგუდა და მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.
გამოძიებამ მაშინ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის ერთი ქართველიც, რომელსაც ყალბი პასპორტი ჰქონდა.თუმცა, გამოძიებას დანაშაულთან მისი კავშირის არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა.
ნამდვილი მკვლელი სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონის აპლიკაციის დახმარებით გამოავლინეს.

ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს , ასე რომ საკმარისი მაგალითები მოვიყვანე , იმისთვის რომ ქართველთმოძულე ლიბერალების ორმაგი სტანდარტები და რეალური სახე ვაჩვენო საზოგადოებას .

ქართველთმოძულე მედასავლეთე ექსტრემისტულო ოპოზიციავ და მისი ზურნა- მოძალადე ვითომ მედიავ , რატომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ მკვლელობის ფაქტებზე არ მოახდინეთ რეაგირება ?! რატომ არ მოუწოდეთ მსოფლიოს არ ჩასულიყვნენ აშშ , იტალიაში , საბერძნეთში , ვეჯესუელაში , საფრანგეთში და აშ ?!

ესე როგორ უნდა გძულდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო და საკუთარი ერი , რომ კრიმინალური შემთხვევა , გამოიყენო ქეყნის და ხალხის დისრედიტაციისთვის . ესაა ქართული ლიბერალური ფაშიზმის და ტოტალიტარიზმის რეალური სახე .

ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის მოტივს . ავსტრალიელი გოგონას მკვლელობა , ძალიან წააგავს ფრედ – რასელ ვუდროფის , ისტორიას , რომელიც ვითომ მწყემსა მოკლა , ასევე სმიტების მკვლელობის ისტრიას , რომელიც ასევე 19 წლის მწყემსს დაბრალდა , თამარ ბაჩალიაშვილის და სხვათა ისტრიებს .

სამწუხაროდ საქართველო კავკასიაში დიდი ხანია იქცა , უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საჯილდაო ქვად , სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე უმოწყალოდ უსწორდებიან ერთმანეთს აშშ , ბრიტანეთის , რუსეთის , თურქეთის , ისრაელის და ირანის სპეცსამსახურები . ამ ქაოსს და ვაგხანალიას ბოლო არ უჩანს , ქართული სპეცსამსახურები ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე ვერ შეძლებენ წესრგის დამყარებას . სამწუხაროდ პოლიტიკური ნება არ არსებობს , მხოლოდ იდიოტიზმი ჭარბობს , ბანალური ნარატივით – ბრძოლა მითიურ “ კრემლის აგენტურასთან “ და დანარჩენი ჭირსაც წაუღია .
არ გამიკვირდება ეს მკვლელობაც ვინმე მწყემსს , ან რიგით ქართველს მიაწერონ , ხილო ნამდვილი მკვლელი ისევ ამოუცნობი დარჩეს .

შოთა აფხაიძე, პოლიტოლოგი