საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 286, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 20 661 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 10 041, , PCR ტესტით 10 620.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,01 %, ბოლო 14 დღის – 7,08%, ბოლო 7 დღის – 7,68%.
სულ აცრილია – 506 780 ადამიანი, დღიურად აცრილია – 11 126 პირი.