გომელაური ჩანაწერებზე – კარგი იქნება რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ

– “კარგი იქნება რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ” – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რჩება თუ არა განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასაც უსმენს.

მინისტრმა უარყო ფარული მოსმენების არსებობის შესაძლებლობა.

„შემიძლია გავაკეთო მილიონობით დოკუმენტი და გამოვდო, ეს არ არის ოფიციალური. ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას. დეტალებში ჩასვლა, მე ვთვლი, რომ ზედმეტია ჩემი მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ფურცელი წაიკითხა ნიკა გვარამიამ, ეს ოფიციალურია და ნამდვილია თუ არა მე როგორ უნდა დავადასტურო? ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ თუ გამოსაძიებელი იქნება. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ მე“ – განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს.

წყარო: ptn.ge