გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ.
ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333, რომლის საფასურიც 50 თეთრია.
სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
წყარო: itv.ge