რაზე ისაუბრა იაკობ კედმიმ:  საქართველო არის დიდ ნეხვის ორმოში ჩაგდებული, რომლიდანაც ბუქსირების გარეშე ვერ ამოვა

მოკლედ ობიექტივს თუ ვუყურებ და ისიც ორ კვირაში ერთხელ რომ ვალერი კვარაცხელიას საავტორო პროგრამას მივადევნო თვალი.

ობიექტივმაც მიუჭრა მოუჭრა გადაცემები. შეუცვალა ფორმატი დაუჯინა სხვა წამყვანები რომ როგორმე გაუფუჭდეს და ჩაუვარდეს გადაცემა, მაგრამ ვალერი კვარაცხელია რის ვალერი კვარაცხელიაა რომ გადაცემა ჩააგდოს.
აი გუშინ კი მას მოსკოვიდან შემოუერთდა იაკობ კედმი.
ქართველი ტელემაყურებლებისთვის იაკობ კედმი არის უცნობი ფიგურა. ზუსტად ისეთი როგორიც პაპუა ახალ გვინეაში მომუშავე ვიღაც ანალიტიკოსი. ეს იმიტომ რომ მათ სამუდამოდ დაუხშვეს ჩრდილოეთისკენ მიპყრობილი მზერა. სამაგიეროდ ყველამ იცის ბებერი ჯოს მიერ წარდგენილი მინისტრების სექსუალური ორიენტაციები… ანუ საქართველო არის დიდ ნეხვის ორმოში ჩაგდებული, რომლიდანაც ბუქსირების გარეშე ვერ ამოვა და ვერც სუფთად ვერ ამოვა ბუნებრივია თუ ოდესმე ამოვიდა.
ამ საკითხებს შეეხო ბატონი იაკობი. მან თავისთავად სტალინიც არ დაივიწყა და დადებით კონტესტში მოიხსენია რამდენჯერმე. ხოლო გამსახურდიას შევარდნაძეს და სააკაშვილს შორის დასვა ტოლობის ნიშანი. ზოგს შეიძლება ეს არ მოეწონოს, მაგრამ თქვენ დიდი ხანია ალმაცერად უყურებთ სიმართლეს და ძალიანაც რომ მოიწადინოთ მოსკოვში მყოფ ანალიტიკოსებს ვერ შეუცვლით აზრებს რაც არ უნდა შეთხზათ და გაუფერადოდ თითოეულ ამ ჩამოთვლილს ისტორია.
იაკობ კედმი გვთავაზობდა ქართველებს გადარჩენის გზას. ბატონმა კვარაცხელიამ მარტო საქართველო არ დაადანაშაულა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში. რუსეთის მხარის დანაშაულიც წამოწია, მაგრამ კედმი აქ შეუვალი იყო. ისტორიული მაგალითებით ამტკიცებდა თუ რატომ მოხდა ის ყველა ტრაგედია ჩვენი სამშობლოს თავს.
კარგი და საინტერესო გადაცემა იყო და უყურეთ ვისაც არ გიყურებიათ.
ტრადიციულად გადაცემის მეორე ნაწილში კვარაცხელიას შემოუერთდა თანაწამყვანები. ვახტანგ ყოლბაია და გია გვაზავა. კედმიმ თქვა ბერძენი ფილოსოფოსების ფრაზა: ,,ერთსა და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”. აი ყოლბაიას და განსაკუთრებით გვაზავას რომ უსმენ, ერთსა და იგივე მდინარეში ორჯერ კი არა ათჯერ შევლენ და ათჯერვე დაანგრევენ საქართველოს. ერთხელ ხომ აომეს ხალხი და თვითონაც იომეს. დაანგრიეს გადაწვეს აფხაზეთი. იყო უდიდესი მსხვერპლი ორივე მხრიდან. ეს კიდევ ვერა აქვთ გათვითცნობიერებული. კედმი ამბობს რომ სხვაგვარად უნდა გადაფასდეს ყველაფერი ქართველების მიერ, რომ თავი დააღწიოთ მაგ წუმპეს სადაც აღმოჩნდითო. და ეს ყოლბაია და გვაზავა კიდევ რაღაც სისულელეებზე ამახვილებს ყურადღებას რომელიც არაფრის მომცემია საქართველოსთვის, მაგალითად სტრარსბურგის სასამართლოს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება.
ბატონო ვალერი შეეშვი მაგ ხალხს. ლონდერ ცაავასაც. მაგენიდან მაინც არაფერი არ გამოვა. ნუ უბუქსირებთ. არ ღირს მათი ამოყვანა იმ წუმპოდან სადაც ასე სიამოვნებთ ყოფნა.
მოკითხვა დიდი სიყვარულით ბორის კაკუბავას. აფხაზეთის დეპუტაციიდან მხოლოდ ის იყო მოწოდების და სიმართლის სადარაჯოზე.

სოციალური ქსელი: ირაკლი დოჭვირი