რომელ ოჯახებს დაეხმარება მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის დაფარვაში. პირობები დეტალურად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რა შეღავათებს გეგმავს მთავრობა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც, იპოთეკური სესხით, ბინის შეძენას გეგმავენ.

„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი ახალი კომპონენტები ემატება. ეს განვითარების 10-წლიან სტრატეგიაშიც გვქონდა ასახული. პირველი ახალი ქვეპროგრამაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეს პროგრამა გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომლესაც 1-ლი სექტემბრის შემდეგ, ახალშობილი ეყოლება. ახალშობილის ყოლის მომენტიდან, 12 თვის განმავლობაში, ასეთ ოჯახს შეუძლია, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და დამატებით, შეიძინოს ახალი ბინა, საცხოვრებელი სახლი. 2000 ათასი ლარის ოდენობის სესხი თანასუბსიდირდება. ამასთან, იმ ოჯახებისთვის, რომელთაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინებათ, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება თითქმის ნახევარი იქნება. პირობითად, თუ იპოთეკურ სესხს 12%-ში აიღებენ, 6%-ს სახელმწიფო დაფარავს. მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში, თანადაფინანსება გაცილებით მეტი, დაახლოებით, 8%, რაც ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახები დაახლოებით 4%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, რათა საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ. 5 წლის განმავლობაში, თანადაფინანსება გაგრძელდება. მეორე კატეგორია, რომელიც ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ მოექცევა, არიან ის ადამიანები, ოჯახები, რომელთაც უკვე ჰყავთ სამი ან მეტი შვილი. ისინიც ავტომატურად შეძლებენ ამ პროგრამით სარგებლობას, ახალი წევრის შეძენის გარეშეც, თუ პირველი სექტემბრის შემდეგ, 12 თვის განმავლობაში, მიმართავენ საბანკო დაწესებულებას. მათ საბანკო პროცენტის 2/3-ს დავუსუბსიდირებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობამ პროგრამა დღეს დაამტკიცა.

 

“იმედინიუსი”