“თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი პირველი დამცველი პოლიციელების, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ თეა წულუკიანმა ცუდად მოიხსენია პოლიციელები – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და დანაშაული თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი.
„გაიტაცა! დააყაჩაღა! – თქვენ რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რა პასუხი უნდა გაგცეთ, მითხარით?!
რაც შეეხება წულუკიანის განცხადებას, მე ეგ მართლა არ მომისმენია, მოვუსმენ, საინტერესოა. თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი პირველი დამცველი პოლიციელების, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ თეა წულუკიანმა ცუდად მოიხსენია პოლიციელები.
თეა წულუკიანი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მახსოვს, როდესაც გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მის მიერ გაკეთებული ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები,“- განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი სენაკის თეატრის დარბაზში კითხვის დასმისას წაართვა.
წყარო: ptn.ge