არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ბელარუსიიდან გაქცეულ ადამიანებს დახმარებას უწევდა, კიევში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.
„ბელორუსის მოქალაქე ვიტალი შიშოვი დღეს კიევის ერთ-ერთ პარკში, მისივე საცხოვრებელ სახლის მახლობლად ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს“, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ისინი იძიებენ გარდაცვალების ყველა ვერსიას, მათ შორის „მკვლელობა შენიღბული თვითმკვლელობით“.
ვიტალი შიშოვი უკრაინაში ბელარუსიიდან გაქცეულ და დევნილ ადამიანებს საცხოვრებელი სახლის პოვნაში ეხმარებოდა.