თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში კვლავ იზრდება

თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების ინდექსი 10,1%-ით გაიზარდა, ამასთან, წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასები 0,4%–ით შემცირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

 

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.

„საქსტატის“ მონაცემებით, ახალი ბინების ფასები თბილისში მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, 1,3%-ით შემცირდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა.

ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 3 აგვისტოსთვის არის 3,1042 GEL/1$.

ბინების ფასები ახალ შენობებში თბილისში

უბანი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 4.178
ვაკე 3.660
საბურთალო 3.194
ჩუღურეთი 3.121
კრწანისი 3.043
დიდუბე 2.870
ნაძალადევი 2.605
ისანი 2.546
გლდანი 2.473
სამგორი 2.376

ფასების საშუალო კვარტალურმა ზრდამ ახალ სახლებზე დედაქალაქში 2,2% შეადგინა, ხოლო ერთ წელიწადში მათი ფასები 17,9%–ით გაიზარდა.

ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში

უბანი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
ვაკე 3.800
მთაწმინდა 3.460
საბურთალო 2.720
კრწანისი 2.500
ისანი 2.460
ჩუღურეთი 2.370
ნაძალადევი 1.890
დიდუბე 1.860
გლდანი 1.840
სამგორი 1.730

„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ სახლებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.311 ლარს, თეთრი კარკასი – 2.773 ლარს, მწვანე კარკასი – 3.139 ლარს. 2020 წლის მეორე კვარტალში ეს ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 1.909 ლარი, თეთრი – 2.291, მწვანე – 2.936 ლარი.

ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.

ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.

“სპუტნიკი”