“თავად ეს წერილი დანაშაული არაა, მაგრამ  ირმა ინაშვილმა, სჯობს, აუხსნას ქართულ საზოგადოებას…”- გოგი ლორთქიფანიძე

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე ირმა ინაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლ. პუტინის მისამართით დაწერილ ე. წ. ღია წერილს უკეთებს კომენტარს და  სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“ჩემი პირადი აზრი:

ვიდრე პუტინს წერილს დაუწერს და გაუგზავნის (გააჩნია თან ვინ წაიკითხავს იქ ამ წერილს), ირმა ინაშვილმა, სჯობს, ის აუხსნას ქართულ საზოგადოებას, თუ როგორ დაჯდა პარლამენტში მისი სიით ე.წ. “ევროპელი სოციალისტების ფრაქცია”, რომელსაც მის პარტიათან ადრე არანაირი კავშირი არ ჰქონდა. თავად ეს წერილი დანაშაული არაა, მაგრამ ქვეყნისა და ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება ყველას არა აქვს”.

გ.ლ.