– “ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს, აგვისტოს ბოლოს და სწორედ დათქმულ თარიღებში ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“შესაბამისი სივრცეები ეწყობა. როგორც კი ჩვენ დავინახავთ, რომ პაციენტების მოთხოვნა ვაქცინაციაზე მაღალია, დაემატება აცრის სივრცეები. დღეს საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არაა. შესაბამისად, შეგვიძლია მოთხოვნა – მიწოდების ბალანსი ვაკონტროლოთ და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.
აქედან გამომდინარე, ბატონი ამირანის განცხადება, რომელიც მედიისთვის და მოსახლეობისთვის შესაძლოა ამბიციურია, შესაძლებელია სრულიად აღსრულებადი იყოს“ – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ყველა უნდა შეეცადოს, სამი თვის განმავლობაში აცრის მაქსიმალური მაჩვენებელი იყოს და იდეალური იქნება, თუ სამ თვეში 3 მილიონი ადამიანი აიცრება.
წყარო: itv.ge